ქობულეთში მშენებლობიდან ორი მუშა გადმოვარდა, მათგან ერთ-ერთი გარდაიცვალა

ქობულეთში მშენებელობიდან ორი მუშა გადმოვარდა. შემთხვევა 4 სექტემბერს მოხდა.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მათგან ერთი გარდაიცვალა, ხოლო მეორე საავამდყოფოშია გადაყვანილი.
თვითმხილველების თქმით, შემთხვევა სანაპირო ზოლში სასტუმროს მშენებლობისას მოხდა.
გამოძიება სსკ-ს 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები