“ჰელსინკის კომისიის სხდომა იყო იმ დღეებში, როდესაც საქართველო გლოვობდა; ამაზე ერთი სიტყვაც ვერ მოვისმინეთ იულსონისგან და ჰელსინკის კომისიის სხვა წევრებისგან, რომლებიც, რომ ჰკითხო, ქართველი ერის გულშემატკივრები არიან” – პაპუაშვილი

“ჰელსინკის კომისიის სხდომა იყო იმ დღეებში, როდესაც საქართველო გლოვობდა. ერთი სიტყვაც ვერ მოვისმინეთ იულსონისგან და ჰელსინკის კომისიის სხვა წევრებისგან, რომლებსაც რომ ჰკითხო, ქართველი ერის გულშემატკივრები არიან, უთენდებათ და უღამდებათ საქართველოზე ფიქრით”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა.

მან უპასუხა შეკითხვას – „აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსგან განსხვავებით, ევროპელ ლიდერებს არ მიუსამძიმრებიათ ქართველი ხალხისთვის, საელჩოების დონეზე გაკეთდა განცხადებები, როგორ ხსნით ამ ყველაფერს?“

„ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ფარსია, რასაც ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსის მხრიდან ვხედავთ. ეს არის ჩვეულებრივი ნაყიდი ლობიზმი, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს საქართველოსთან თუ ქართველ ხალხთან რაიმე ემოციურ დამოკიდებულებასთან. შესაძლოა, ვერც კი გაიგეს, რა მოხდა საქართველოში ან გაიგეს და ვერც კი გაიაზრეს. ევროპაშიც ვიხილეთ სხვადასხვა ანგარიშის წარდგენები და ასე შემდეგ. ამ მწუხარების ჟამს კვლავ იყო თავდასხმა ქართველ ხალხზე. ეს არის, როდესაც ვსაუბრობთ ცივილიზაციურ უფსკრულზე, საითაც დღეს მიაქანებენ ევროპულ ცივილიზაციას, პოლიტიკური დღის წესრიგი უფრო მაღლა დგას, ვიდრე ადამიანური ღირებულებები. მინდა, მადლობა გადავუხადო ელჩებს, რომლებიც იმყოფებოდნენ სამების ტაძარში როგორც გლოვის დღეებში, ისე დაკრძალვის დღეს და საკუთარი მწუხარება გამოხატეს ამ დანაკარგთან დაკავშირებით.

მეორე მხრივ, ვერ ვნახეთ ვერცერთი ის ევროპელი ლიდერი, რომელიც საქართველოში ამბავი არ მოხდება, უცებ არ გამოვარდნენ და კომენტარები არ აკეთონ. ასეთი მწუხარების ჟამს, სიტყვები, დრო ვერ მოძებნეს ან უფრო სწორად, ემოცია ვერ მოძებნეს, რადგან ეს ემოცია მათ არ ესმით. ჩვენი ემოცია, რაც გვაქვს ეკლესიის, პატრიარქის და ნამდვილი ღირებულებების მიმართ, რომელზეც საქართველო დგას და არა იმ ფსევდოღირებულებების მიმართ, რომელზეც დგანან ეს პოლიტიკური ლიდერები. ასე რომ, ესეც დიდი გაკვეთილი იყო ქართველი ხალხისთვის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები