აშშ დონბასიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების გაყვანას ითხოვს

აშშ უკრაინული ჯარების დონბასიდან გაყვანას კვლავ დაჟინებით მოითხოვს,- ამის შესახებ უკრაინული მედია ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

წყაროს ცნობით, თუ უკრაინა უარს იტყვის, მას ამერიკული დახმარების დაკარგვის რისკი აქვს.

წყაროს თქმით, ამ პოზიციის გათვალისწინებით, შესაძლოა, შეერთებულმა შტატებმა საერთოდ უარი თქვას მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობაზე და ყურადღება ირანთან დაკავშირებულ სიტუაციაზე გადაიტანოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები