შალვა პაპუაშვილი: სამწუხაროდ, ვერ ვხედავთ იმ ტემპს, რომელსაც ვისურვებდით ურთიერთობების გადატვირთვისთვის და რომელიც ეკადრება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობას

„ჩვენ აშშ-სთან გვინდა სტრატეგიული პარტნიორობის ახალი სიმაღლიდან დაწყება”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ის ტემპი არ ჩანს რომელიც საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების გადატვირთვას ეკადრება.

“ჩვენ აშშ-სთან გვინდა სტრატეგიული პარტნიორობის ახალი სიმაღლიდან დაწყება.

არა იმ პარტნიორობის, რომელიც სინამდვილეში უფრო ფურცელზე იყო, ვიდრე რეალობაში, არამედ ნამდვილი სტრატეგიული პარტნიორობის, ისეთის, როგორიც ქართველებმა ვიცით და ვაჩვენეთ ამერიკელ ხალხს არაერთხელ.

ჩვენ სხვადასხვა კონტაქტი გვაქვს აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან, მათ ძალიან კარგად იციან რა არის ჩვენი ეროვნული ინტერესები, რა არის ჩვენი პოზიცია სტრატეგიულ პარტნიორობასთან, ასე, რომ ჩვენ გადატვირთვას ველით.

ჩვენ ამ ურთიერთობაში ნაკლებად შეგვიძლია რაიმეს გაკეთება ან გაფუჭება, ჩვენ ჩვენი პოზიციები გვაქვს, რომელიც მნიშვნელოვანია ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და ველით აშშ-ს ადმინისტრაციიდან შესაბამის ნაბიჯებს. სამწუხაროდ ვერ ვხედავთ იმ ტემპს, რომელსაც ვისურვებდით ამ ურთიერთობების გადატვირთვისთვის და რომელიც ეკადრება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობას“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები