“34 წლის წინ, ამ დღეს აშშ-მა და საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს, რამაც ჩვენ ქვეყნებს შორის ათწლეულების განმავლობაში თანამშრომლობასა და პარტნიორობას საფუძველი ჩაუყარა” – აშშ-ის საელჩო

“ოცდათოთხმეტი წლის წინ, ამ დღეს, 1992 წლის 24 მარტს შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს, რამაც ჩვენ ქვეყნებს შორის ათწლეულების განმავლობაში თანამშრომლობასა და პარტნიორობას საფუძველი ჩაუყარა”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია.

საელჩოს ცნობით, შეერთებულმა შტატებმა საქართველოს დამოუკიდებლობა 1991 წლის დეკემბერში აღიარა, ხოლო ეს ნაბიჯი ქვეყნების ურთიერთობების გაღრმავების მომდევნო ეტაპი იყო.

“ამერიკელი ხალხისადმი მიმართვაში, თეთრმა სახლმა აღნიშნა, რომ ეს ნიშნავდა აშშ-ის საელჩოს გახსნას თბილისში რაც შეიძლება მალე და საქართველოს მხარდაჭერას საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებში გაწევრიანების მიმართულებით”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები