შალვა პაპუაშვილი – ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევაზე: ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს

“ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მთავარი მიზეზია, ორიენტაცია საკუთარ ინტერესებზე, ორიენტაცია ქართველი ხალხის კეთილდღეობაზე და ორიენტაცია იმ ორ მთავარ ამოცანაზე, რომელსაც ჩვენ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე მივყვებით.

„ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველო, საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს, რომ ჩვენ ვართ ქართული ორიენტაციის ხელისუფლება და ხალხი. სხვაზე აყოლას, სხვადასხვა პრო-ორიენტაციების გამოგონებას რა მოაქვს, შეგვიძლია ვიხილოთ სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე. დღეს, როდესაც აქვთ ეკონომიკური უკუსვლა, არიან ომში, არიან ომის ზღვარზე. ეს ყველაფერი იმის გამო, რომ საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების მიყოლას ამჯობინეს სხვისი აყოლა, ამჯობინეს წითელი ხალიჩები, ამჯობინეს, რომ ტაში დაეკრათ მათთვის, შეექო უცხოელს და არა შინაურს. შედეგად მიიღეს კოლაფსი ეკონომიკური, სტაგნაცია სახელმწიფოებრივი და ომის პირას დგომა, რასაც დღეს ჩვენ ვაკვირდებით.

სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი, ორიენტაცია საკუთარ ინტერესებზე, ორიენტაცია ქართველი ხალხის კეთილდღეობაზე და ორიენტაცია იმ ორ მთავარ ამოცანაზე, რომელსაც ჩვენ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე მივყვებით. ეს არის საქართველოს გამთლიანება და ჩვენი ხალხის კეთილდღეობის ზრდა. ეს არის ორი საზომი. ამის მიხედვით იზომება ნებისმიერი გადაწყვეტილება. არ არსებობს სხვა მიზანი და საზომი, რომელიც დგას ამ ორ მიზანზე მაღლა და პირიქით, ნებისმიერი სხვა მიზანი, თუკი ხელს უშლის ამ ორ მთავარ მიზანს, ქვეყნის გამთლიანებას და კეთილდღეობის ზრდას, მეორეხარისხოვანია“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, ოქსფორდის უნივერსიტეტის კეთილდღეობის კვლევის ცენტრმა გაეროს მდგრადი განვითარების გადაწყვეტილებების ქსელთან და საერთაშორისო შემფასებელ კვლევით ორგანიზაცია გელაპთან პარტნიორობით მსოფლიო ბედნიერების 2026 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ცხოვრების დონის შეფასების ხანგრძლივი პროგრესით საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზეა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები