დე ფაქტო პარლამენტის “დეპუტატები” სინაგურთან იმყოფებოდნენ და ქართული პოლიციის პოსტის მოწყობის სამუშაოებს გაეცნენ

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატები სოფელ სინაგურში ქართულ ბლოკპოსტთან ახლოს იმყოფებოდნენ.
დე ფაქტო დეპუტატებმა ე.წ. სასაზღვრო ზოლში შექმნილი ვითარების გაცნობა გადაწყვიტეს.
აგვისტოს ბოლოს ე.წ. უშიშროების კომიტეტმა განაცხადა, რომ სინაგურთან საქართველოს პოლიციის საგუშაგო შენდება და ასევე ქართული მხარე დასახლებულ პუნქტ პერევამდე გზის კაპიტალური რემონტს გეგმავს.
როგორც დე ფაქტო პარლამენტის პრესმდივანმა ელენა კულუმბეგოვამ განაცხადა, „დეპუტატებმა საარქივო რუკა გაიყოლეს და აღმოჩნდა, რომ მშენებლობა საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარეობს. გაუგებარია რა შენდება იქ საგუშაგო, თუ სხვა რამე. ერთადერთი რაც ჩვენ შეშფოთებას იწვევს ისაა, რომ მშენებლობა ჩვენი საზღვრიდან 50-70 მეტრში მიმდინარეობს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები