როგორ ეხმაურებიან BBC და Euronews-ი გიორგი გახარიას პრემიერობის კანდიდატად წარდგენას

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარიას წარდგენას უცხოური მედია ეხმიანება.
როგორც Euronews წერს, „გახარია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად როგორც მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წევრი, ისეა წარდგენილი. მისი რეიტინგი ცოტათი შეირყა რუსეთის დეპუტატის საქართველოს პარლამენტში გამოსვლის შემდეგ. მაშინ პოლიციას და სპეცრაზმს დემონსტრანტების დარბევასა და ძალის გადამეტებაში ადანაშაულებდნენ. აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა გახარიას გადადგომა იყო“.
„ევრონიუსი“ ასევე წერს, რომ გახარიამ მთავრობის პოტენციური წევრები უკვე წარადგინა. მათგან ერთ-ერთი ხმაურიანი სავარაუდოდ თავდაცვის მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნა იქნება, ის ადრე ქვეყნის პრემიერის პოსტს იკავებდა. ღარიბაშვილის თანამდებობიდან გადადგომის ერთ-ერთ მიზეზად „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი სახელდებოდა, ასევე ის, რომ მან მმართველი კოალიციის მხარდაჭერა დაკარგა.
BBC კი პირიქით მიიჩნევს, რომ „რთულია იმის თქმა, რომ გახარია პოპულარული პოლიტიკოსია, რადგან მის გადადგომას აქციის ათასობით მონაწილე ითხოვდა“.
გამოცემა აღნიშნავს, რომ გახარიამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიული ფაკულტეტი დაამთავრა, ასევე მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტოლოგიას სწავლობდა, ასევე ამავე უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლა დაამთავრა.
საქართველოს ყოფილი შს მინისტრი რუსეთის მოქალაქე იყო და 2016 წელს, ეკონომიკის მინისტრად დანიშვნამდე ორი კვირით ადრე, მოქალაქეობაზე უარი თქვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები