„მცირე მთავრობის მოდელს შევინარჩუნებთ, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეულ სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით მსჯელობა დავიწყოთ”

მცირე მთავრობის მოდელს შევინარჩუნებთ, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეულ სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით მსჯელობა დავიწყოთ – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ  თალაკვაძემ განაცხადა.
მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, რამდენად მოსალოდნელია სტრუქტურული ცვლილებების განხორციელება.
„მცირე მთავრობის მოდელს შევინარჩუნებთ, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეულ სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით მსჯელობა დავიწყოთ. მაგალითად, რომელიც უკავშირდება კულტურის სფეროს, თუმცა ამას სჭირდება საკმაოდ კომპლექსური საკანონმდებლო და საბიუჯეტო ცვლილებები. ეს ვერ მოხდება ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების მომენტშივე. მმართველ გუნდში ამ საკითხზე არის განსხვავებული პოზიციები და საქმის კურსში ჩავაყენებთ საზოგადოებასა და მედიას დისკუსიის შედეგებზე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები