სუს-ი: ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის განცხადება, თითქოს დრონი ქართველმა პოლიციელებმა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩამოაგდეს, არ შეესაბამება სინამდვილეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განმარტავენ, რომ დღეს ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ აბანოს მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების კუთვნილი უპილოტო საფრენი აპარატი ე.წ. კვადროკოპტერი ჰაერში შეეჯახა სამოქალაქო პირის უპილოტო საფრენ აპარატს, ე.წ. კვადროკოპტერს, რამაც გამოიწვია ორივე მათგანის დაზიანება და ჩამოვარდნა.

როგორც “კვირას” უწყებაში განუცხადეს, ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენელთა განცხადება, თითქოს ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ აბანოს მიმდებარე ტერიტორიაზე დრონი ქართველმა პოლიციელებმა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩამოაგდეს, არ შეესაბამება სინამდვილეს

“მიმდინარე წლის 1 სექტემბერს, ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფ. აბანოს მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების კუთვნილი უპილოტო საფრენი აპარატი ე.წ. კვადროკოპტერი ჰაერში შეეჯახა სამოქალაქო პირის უპილოტო საფრენ აპარატს, ე.წ. კვადროკოპტერს, რამაც გამოიწვია ორივე მათგანის დაზიანება და ჩამოვარდნა. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება განწყობილია კონსტრუქციულად და უდიდეს ყურადღებას უთმობს არსებული სტაბილური გარემოს შენარჩუნებას. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენელთა განცხადება იმის შესახებ, რომ თითქოსდა აღნიშნული დრონის ჩამოგდება მოხდა ქართველი პოლიციელების მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, არ შეესაბამება სინამდვილეს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი, საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია”, -აცხადებენ სუს-ში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები