ადვოკატმა ავთანდილ წერეთლისთვის გირაოს შეფარდების გადაწყვეტილება გაასაჩივრა

ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის ადვოკატმა კახა წერეთელმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიზნესმენის მიმართ მიღებული განჩინება გაასაჩივრა.
როგორც კახა წერეთელმა განაცხადა, არ არსებობს ავთანდილ წერეთლისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საფუძვლები
“არ არსებობს ავთანდილ წერეთლის მხრიდან მიმალვის ან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. მიგვაჩნია, რომ არ არსებობს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საფუძველი. ასევე ვცადეთ დაგვესაბუთებინა, რომ ბრალდების აღწერილობის ნაწილი არ შეესაბამება იმ დასკვნებს, რომლებიც ბრალდების მხარეს აქვს”, – აღნიშნა წერეთელმა.
ცნობისთვის, პროკურატურა ავთო წერეთელს 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის დახმარებას ედავება.27 აგვისტოს საქალაქო სასამართლომ ავთანდილ წერეთელს აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები