20-21 ივნისის მოვლენებისას დაკავებული შვიდი პირი პატიმრობაში რჩება

20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებული 7 პირი პატიმრობაში რჩება. დღეს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაკავებულთა ადვოკატების ის შუამდგომლობები, რომლითაც ისინი საქმის შეწყვეტას ითხოვდნენ. საქმე არსებით განხილვაზე გადაიცა. მოსამართლის გადაწყვეტილება, საქალაქო სასამართლოს ეზოში, დაკავებულების ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა გააპროტესტეს. აღნიშნული საქმის არსებითი განხილვა 9 სექტემბერს, 12:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები