„სკინ კოდში” აპარატის მეშვეობით შესაძლებელია თმის ცვენის მკურნალობის მეთოდების, სისქისა და სტრუქტურის დადგენა – ინტერვიუ ტრიქოლოგთან

იცით, თუ არა, რომ არსებობს მედიცინის დარგი, რომელიც მხოლოდ თავის კანისა და თმის დაავადებების მკურნალობით არის დაკავებული? თმის და კანის დაავადებებს სწავლობს ტრიქოლოგია, რომელიც დერმატოლოგიის ნაწილს წარმოადგენს. სახელწოდება ორი ძველბერძნული სიტყვიდან მოდის – „ტრიქოს“ – თმა, „ლოგის“ – სწავლება. შესაბამისად, ტრიქოლოგი არის ექიმი, რომელმაც ყველაფერი იცის თმის, კანის და იმის შესახებ, თუ როგორ ვუმკურნალოთ მას.
არსებობს მოსაზრება, რომ თმის სილამაზე გენეტიკაზეა დამოკიდებული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უმოქმედოდ უნდა ვიყოთ და პრობლემის დროს ბედს შევეგუოთ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბუნებამ ჯანმრთელი და ლამაზი თმა გვაჩუქა, არასწორმა მოვლამ, მავნე ჩვევებმა, მზის სხივებმა და მეგაპოლისში ცხოვრებამ ბუნების ეს საჩუქარი შესაძლოა, საბოლოოდ დააზიანოს და გაანადგუროს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვიცით, რომ გვაქვს თმის ცვენისკენ, გათხელებისკენ ან სხვა უსიამოვნო მომენტებისკენ მიდრეკილება, შესაძლოა, თმის ფორმა კვებით, დატენიანებით და გამაგრებით შევინარჩუნოთ.

თავის კანის, თმის დაავადებების, მკურნალობის უახლესი მეთოდების, ასევე, ზოგადად ტრიქოლოგიის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ ესთეტიკური მედიცინის კლინიკა „სკინ კოდის“ მთავარი ექიმი, კოსმეტოლოგი და ტრიქოლოგი – იულია ჩერნაია ესაუბრა.

უკრაინელი სპეციალისტი ჩვენს ქვეყანაში ერთი წლის წინ ჩამოვიდა და, ახალი რუბრიკის -„სილამაზის ფორმულის მეშვეობით თავის გამოცდილებას მომავალშიც პერმანენტულად გაგვიზიარებს.

როგორ მივხვდეთ, რომ ტრიქოლოგის დახმარება გვჭირდება?
ტრიქოლოგს უნდა მიაკითხოთ, თუ: შეამჩნევთ, რომ თქვენი თმა ბალიშზე, სავარცხელზე რჩება, ასევე, დაბანის დროს დიდი რაოდენობით გცვივათ, შეინიშნება მნიშვნელოვანი დათხელება იმდენად, რომ შესაძლოა, თავის კანიც ჩანდეს. ასევე, თუ თმა სტრუქტურულად არის დაზიანებული, მათი დავარცხნა პრობლემას წარმოადგენს, გაგიჩნდათ ჭაღარა, თმა არ გეზრდებათ, ან ძალიან ნელა იზრდება, თმა ან ძალიან ცხიმიანია, ან ძალიან მშრალი, გაგიჩნდათ ქერტლი – თქვენ აუცილებლად ტრიქოლოგს უნდა მიმართოთ.

რა ხდება ტრიქოლოგთან ვიზიტის დროს?
ტრიქოლოგთან მიღება რამდენიმე ეტაპს მოიცავს:
-პაციენტთან გასაუბრება, თმის და თავის კანის ვიზუალური დათვალიერება;

-თმის მოცულობის გაზრდის დროს ციფრული ანალიზატორით დიაგნოსტიკა, რომელიც სპეციალური პროგრამით არის სინქრონიზებული. ის შესაძლებლობას გვაძლევს, დავადგინოთ თმის ცვენის მიზეზი, ზომავს თმის სისქეს და ადგენს მის რაოდენობას. ასევე, თმის კანისა და თავად თმის ღერის მდგომარეობის შესახებ გვაძლევს ინფორმაციას. ყველაფერს, რასაც ექიმი ხედავს, ხედავს პაციენტიც დიდ ეკრანზე.

-ლაბორატორიული კვლევები. ზოგჯერ საჭიროა ჰორმონალური ფონის შემოწმება, ლიპიდური პროფილის, რკინის, ამ გარკვეული ვიტამინების არსებობის დონის, მინერალების, ამინომჟავის დადგენა. თუ უკვე მზად გაქვთ ანალიზების პასუხი, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაქვთ გაკეთებული, ექიმთან პირველ ვიზიტზე აუცილებლად თან უნდა იქონიოთ.

-სხვა ექიმებთან კონსულტაცია. დაავადების სრული სურათის დასადგენად ტრიქოლოგმა შესაძლოა, პაციენტი დამატებითი კონსულტაციის გასავლელად გაგზავნოს ენდოკრინოლოგთან, გინეკოლოგთან ან სხვა სპეციალისტთან.

-დიაგნოზის დასმა და თერაპიის დანიშვნა. მხოლოდ ყველა გამოკვლევის შემდეგ ექიმს უკვე შეეძლება დაავადების მიზეზის დადგენა, ან ზუსტი დიაგნოზის დასმა. აქედან გამომდინარე, ის ირჩევს შესაბამისი მკურნალობის მეთოდს, ასევე მიმართავს პროფილაქტიკურ ზომებს.

ყველა ამ ეტაპების უგულებელყოფამ და ვიწრო პროფილის ექიმის გარეშე პრობლემის აღმოფხვრამ შესაძლოა, დროის დაკარგვის რისკის წინაშე დაგაყენოთ, გარდა ამისა, პრობლემა გააღრმავოთ და თანხაც ფუჭად დახარჯოთ.

ექიმ-ტრიქოლოგთან ვიზიტის დროს უნდა იყოთ მზად, უპასუხოთ:
– კითხვას – ნათესავების თმის მდგომარეობის შესახებ;

– კითხვას – გადატანილი შესაძლო დაავადებების და იმ პრეპარატების შესახებ, რომელსაც იღებდით;

– კითხვას, თმის მოვლის თქვენეული პროცედურების შესახებ (როგორ იბანთ თავს, როგორ კოსმეტიკურ საშუალებას იყენებთ თმის მოსავლელად, როგორ იშრობთ თმას, ივარცხნით, იღებავთ);

-კითხვას – კვების, მისი რეჟიმისა და დიეტების შესახებ;

-კითხვას, რომელიც თქვენს ემოციურ და ფსიქიკურ მდგომარეობას შეეხება (მაგალითად, ხომ არ იმყოფებოდით ბოლო დროს სტრესულ მდგომარეობაში, როგორ გძინავთ);

-კითხვებს, რომლებიც კონტრაცეფციას შეეხება, ასევე თქვენს ჰორმონალურ მდგომარეობასთან დაკავშირებულ კითხვებს.

როგორ მოვემზადოთ ექიმ-ტრიქოლოგთან ვიზიტისთვის?
თმა ექიმთან ვიზიტამდე ერთი დღით ადრე დავიბანოთ, ასევე არ გამოვიყენოთ ვარცხნილობის ფიქსირებისთვის რაიმე საშუალება.

რა მეთოდებით მკურნალობს ტრიქოლოგი პაციენტს?
კოსმეტოლოგისგან განსხვავებით, რომელიც თმის ნებისმიერი პრობლემის მოსაგვარებლად „ვიტამინების“ ნემსებით მკურნალობას გთავაზობთ, ექიმი ტრიქოლოგი თერაპიის უამრავ არსენალს ფლობს: ლაზეროთერაპია, პლაზმოთერაპია, პლანზენტარული თერაპია, იომოთერაპია, მეზოთერაპია, პაციენტის საკუთარი უჯრედების გამოყენებით მკურნალობა, ტრიქოლოგიური პილინგი, მასაჟი, ვიწროხაზიანი სინათლით მკურნალობა, ადგილობრივი და საერთო მოქმედების სამკურნალო პრეპარატები, თმის მოვლისთვის საჭირო საშუალებების მოძებნა, რადგან თმის სიჯანსაღე ჩვეულებრივ დაბანაზეც იქნება დამოკიდებული. ასეთ მრავალფეროვანი სამკურნალო არსენალს ფლობს ტრიქოლოგი, რომელიც მიზეზის და დიაგნოზის დასმის შემდეგ ინიშნება.

კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, თმაზე ექსპერიმენტისთვის დრო და ფული არ დახარჯოთ, სასწაულის იმედზე არ იყიდოთ ე.წ. სააფთიაქო შამპუნები, არამედ დროულად მიმართეთ ექიმ ტრიქოლოგს. გვერწმუნეთ, პრობლემების უმრავლესობა სწრაფად მოგვარებადია, ერთხელ და სამუდამოდ, იმ შემთხვევაში, თუ თერაპიას დროულად დაიწყებთ.

ახლა კი დადგა დრო, გავიგოთ სად არის თბილისში ასეთი პროფილის ექიმი და მისი კაბინეტი. ჩაიწერეთ მისამართი: ესთეტიკური მედიცინის თანამედროვე კლინიკა Skin Code, ტრიქოლოგიის კაბინეტი №5. ზაქარია ფალიაშვილის ქუჩა №66. კონსულტაციაზე ჩასაწერად დარეკეთ: 0322 378080; 595 348080;

ახლა საჩუქარი იმათთვის, ვინც ინფორმაცია ბოლომდე წაიკითხა! ჩაიწერეთ კლინიკა Skin Code-ის ექიმი ტრიქოლოგის რეკომენდაცია;

-თუ თქვენი თმა მალე ცხიმიანდება და ხშირ დაბანას საჭიროებს, იყიდეთ ორი შამპუნი -ღრმად გამწმენდი (ცხიმიანი სტრუქტურისთვის) და ნეიტრალური (ყოველდღიური მოხმარებისთვის). ორივე შამპუნი ერთმანეთს ჩაანაცვლეთ. მაშინ თმიანი ნაწილის ეპიდერმისი ზედმეტად არ გაშრება და კანის ცხიმის ტენიანობის ნაკლებობის კომპენსირებას შეწყვეტს.

-აუცილებლად დაიბანეთ თმა დაჭუჭყიანებისთანავე. მოსაზრება, რომ თმა კვირაში ერთხელ უნდა დავიბანოთ, იმიტომ რომ ასე ბებიამ მასწავლა – არასწორია. პირიქით, კანის ცხიმიანობის ჭარბი რაოდენობა თმის ცვენას და ქერტლის გაჩენას უწყობს ხელს.

-ყველას ვურჩევთ, შეიძინოთ სპეციალური პილინგი – თავის კანის სკრაბი. მისი კვირაში ერთხელ გამოყენების შემდეგ მიხვდებით, რას ნიშნავს გამონათქვამი „თმა სუნთქავს“.
-შვებულების შემდეგ, თმის გადასარჩენად, დაბანის შემდეგ თმის ქვედა ნაწილზე კერატინიანი ნიღაბი წაისვით და 30-40 წუთის განმავლობაში დაიტოვეთ. თმა იმაზე უკეთესი გახდება, ვიდრე შვებულებამდე იყო.

-ბევრად ეფექტურია სახლის პირობებში თმის მოვლის საშუალებების ასარჩევად მიმართოთ ტრიქოლოგს, მით უმეტეს, რომ თმის ყველა ამ საშუალების შეძენა კლინიკა Skin Code-შია შესაძლებელი.

 

მოამზადა ნინო გოლოშვილმა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები