“დისკუსია მოზარდებთან პატრიოტიზმზე, ცხოვრების მიზნებსა და პროფესიის არჩევაზე, ცნობილი ადამიანებისა და სასულიერო პირის ჩართულობით” – ბაკურიანის საზაფხულო ბანაკის აქტივობებზე, საპატრიარქო ინფორმაციას აქვეყნებს

“მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული სკოლების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ბაკურიანში აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსწავლეებისთვის რვადღიანი საზაფხულო ბანაკი გაიმართა”, – ინფორმაციას, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

“პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი საგანმანათლებლო, სპორტულ-შემეცნებითი აქტივობები და ტრენინგები ჩატარდა.

აღნიშნულ პროექტში საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური წარმოდგენილი იყო ორი აქტივობით: პირველი გახლდათ დისკუსია მოზარდებთან პატრიოტიზმზე, ცხოვრების მიზნებსა და პროფესიის არჩევაზე, ცნობილი ადამიანებისა და სასულიერო პირის ჩართულობით, მეორე კი თეატრალური წარმოდგენა, რომელიც იუნკერთა გმირობის გაცნობას ისახავდა მიზნად”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები