რატი იონათამიშვილი: ,,მაკკეინის ინსტიტუტი” არის ,,დიფ სთეითის” ჰიბრიდული ინსტრუმენტი
,,მაკკეინის ინსტიტუტი არის “დიფ სთეითის” ჰიბრიდული ინსტრუმენტი და ბოლო წლების გამოცდილებითაც ვიცით, როგორ ცდილობდნენ ზუსტად მაკკეინის ინსტიტუტიდან საქართველოში ძალადობრივი პროცესების განვითარებას, არეულობის მოწყობას და ამაში საკმაოდ მსხვილი თანხები იხარჯებოდა ამ ორგანიზაციის მხრიდან”, – ასე აფასებს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი მაკკეინის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას.
მისი თქმით, ეს ორგანიზაცია მხოლოდ საკუთარი აგენტურის გაძლიერებაზე ზრუნავს.
„ჩვენ ასევე ვიცით, როგორი სიძულვილით გამოირჩევა მაკკეინის ინსტიტუტი ამერიკის პრეზიდენტის მიმართ და ასევე ისიც ვიცით, რომ სალომე ზურაბიშვილი სწორედ მაკკეინის ინსტიტუტის კონტრაქტორია. ის რასაც აცხადებს, სწორედ მაკკეინის ინსტიტუტის ლეგიტიმაცია აქვს მხოლოდ.
სხვა შემთხვევაა, რომ ამ ინსტიტუტის ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ იქნება წარმოებული, არის ამაო და შედეგს ვერასოდეს გამოიღებს. ეს ორგანიზაცია ფულს მხოლოდ საკუთარი აგენტებისთვის და აგენტურის გაძლიერებისთვის ხარჯავს. რა თქმა უნდა, ყველაფერი დანარჩენი, რასაც ისინი აცხადებენ, ყალბი და სიცრუეა“, – აცხადებს იონათამიშვილი.