“სურვილია, რომ მაიდანი მოაწყონ ჩვენს ქვეყანაში” – არჩილ გორდულაძე

“დიფ სთეითს” სურვილი აქვს, რომ ის ე.წ. რეკომენდაციები და, რეალურად, შანტაჟი და პირდაპირ მოცემული დირექტივები, რომელიც არავითარ შემხებაში არ არის ვიზალიბერალიზაციასთან, გამოყენებული იყოს ჩვენს ქვეყანაში პროტესტის მუხტის გასაზრდელად და ეს პროტესტი გამოყენებულ იქნეს არეულობის და ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლისათვის”, –  ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, არჩილ გორდულაძემ ისაუბრა.

როგორც მან განმარტა, ეს არის კლასიკური გეგმა.

“ასეთი გეგმა წარსულშიც გვინახავს, ეს არ არის სიახლე. ზუსტად იგივე იყო 2022 და 2023 წელს, სადაც პირდაპირ გაიდლაინები გაიცემოდა არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის და პარტიული პირებისათვის. ეს იყო ერთი დიდი გეგმისა და ნარატივის გაგრძელება რომელიც, მაგალითად, ვიხილეთ მაიდანის დროს. ახლაც აქვთ სურვილი, რომ მაიდანი მოაწყონ ჩვენს ქვეყანაში”, – თქვა გორდულაძემ.

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები