„ერთი სიცოცხლე – ერთი კანი“ – სახის მოვლისა და კრემის არჩევის წესები „სკინ კოდის“ დერმატოლოგისგან

კანის მოვლა წელიწადის ნებისმიერ სეზონზე აქტუალური თემაა. სახის კრემის სწორად შერჩევა კი ერთ-ერთი იმ „ოქროს წესთაგანია“, რომელსაც მთელი ცხოვრება უნდა მივყვეთ. ასაკთან ერთად ჩვენს კანს ინდივიდუალური მოვლა და დატენიანება სჭირდება, რათა კანს  ჯანსაღი ელფერი ჰქონდეს – ამის საწინდარი კი სახის მოვლის საშუალებების სწორად შერჩევაა.

კლინიკა “სკინ კოდში“ არსებული „სოფთ +“-ის წარმოების აპარატის მეშვეობით კანის ტიპი დგინდება, აპარატი იძლევა დასკვნას, რომლის მეშვეობითაც სპეციალისტი დიაგნოზს სვამს.

აღნიშნული აპარატის თავისებურებებზე, სახის კრემების არჩევის წესზე, კანის მოვლის სხვა საშუალებებსა და მეთოდებზე, მედიაჰოლდინგი „კვირა“ ესთეტიკური მედიცინის კლინიკა „სკინ კოდის“ ექიმ-კოსმეტოლოგს  ნინო უგულავას ესაუბრა.

როგორ უნდა დავიწყოთ სახის მოვლა, რა არის პირველი ეტაპი?

იმისათვის, რომ სწორად მოვუაროთ სახის კანს, პირველ რიგში, აუცილებელია, მივმართოთ ექიმ-კოსმეტოლოგს, რათა სახის მოვლის საშუალებები სწორად შეირჩეს. სპეციალისტი ნახავს სახის კანს, შეაფასებს და იმის მიხედვით შეარჩევს კრემს. აუცილებელია,  რომ კრემი დავიტანოთ გასუფთავებულ კანზე. სამწუხაროდ, ჩვენი ჰაერი ძალიან დაბინძურებულია, ამიტომ მაკიაჟი, რომელსაც მთელი დღის განმავლობაში ვატარებთ, და ის მავნე ნივთიერებები, რომელსაც ჩვენი კანი დღის მანძილზე ავტომატურად ისრუტავს, ჩამობანას საჭიროებს. სწორედ, ამის შემდეგ, სუფთა კანზე უნდა დავიტანოთ სწორად შერჩეული კრემი.

რაც შეეხება კრემს, ექიმ-კოსმეტოლოგმა უნდა შეარჩიოს,  რათა ვიცოდეთ, თუ როგორი სახის ტიპი გვაქვს – სხვადასხვა კანის ტიპზე  სხვადასხვა საშუალება გამოიყენება. 

რა საშუალებები გამოიყენება ცხიმიანი და მშრალი კანის შემთხვევაში?

თუ გვაქვს ცხიმიანი კანი, ამ შემთხვევაში აუცილებელია სებომარეგულირებელი კრემების ხმარება. ზოგადად,  სხვადასხვა ასაკში აუცილებელია სხვადასხვა შემცველობის კრემების გამოყენება. იმისთვის, რომ ასაკთან ერთად არ მოხდეს სახის გრავიტაცია, ანუ ელასტიკურობის დაკარგვა – აუცილებელია ამ შემთხვევაშიც სწორად შევარჩიოთ კრემი.

რაც შეეხება გამომშრალ კანს, ვინც განსაკუთრებით რუჯის მოყვარულია, ამ შემთხვევაში ღრმა დამატენიანებლები უნდა გამოიყენოს, რომ არ მოხდეს კანის გაუწყლოება.

როდესაც კანი მოშვებულია, უნდა გამოვიყენოთ „დმაეს“ შემცველი კრემები, ისინი  ელასტიკურობას აღადგენენ და კანი ტონუსში მოჰყავთ, ამ შემთხვევაში თავიდან ავიცილებთ  ფტოზს.

რას სთავაზობს მომხმარებელს კლინიკა „სკინ კოდი“?

ჩვენს კლინიკაში არსებული სპეციალური აპარატით კანის ტიპს ვადგენთ, თუ რა მდგომარეობაშია ჩვენი კანი – ეს იქნება ტენიანობა, ცხიმიანობა, რამდენად გახსნილია ფორები, არის თუ არა გაუწყლოება და ა.შ.  შესაბამისად, აპარატი გვაძლევს დასკვნას და ამ დასკვნისა და, რა თქმა უნდა, ჩვენი კომპეტენციის მეშვეობით, ვსვამთ დიაგნოზს. სწორედ ამ ეტაპების შემდეგ ხდება კრემის სწორად შერჩევა.

რაც შეეხება კლინიკა „სკინ კოდის“  კრემებს – გვაქვს ესპანური ბრენდის კრემები, რომელიც სამკურნალო ხასიათისაა. რა თქმა უნდა, პაციენტებისთვის კრემებს ინდივიდუალურად ვარჩევთ.

რა შემთხვევაში მივმართავთ ბიორევიტალიზაციას და პილინგს?

თუ კანმა დაკარგა ელასტიკურობა და გამომშრალია, ამ შემთხვევაში აუცილებელია ადამიანმა გარკვეული რაოდენობის წყალი დალიოს, უნდა მოერიდოს რუჯს და გამოიყენოს ღრმა დამატენიანებელი კრემები, ასევე სასურველია ინექციური მეთოდი. როდესაც კანი გამომშრალი და მოდუნებულია, სახეს აქვს ფერი დაკარგული და ზედაპირიც არაერთგვაროვანია. ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ჩავრთოთ პილინგი და ბიორევიტალიზაცია, რათა მოხდეს კანის ღრმა დატენიანება. მაგრამ, ბუნებრივია,  მხოლოდ კრემები არ მოგვცემს შედეგს. სასურველია, ჯანმრთელი და ჯანსაღი ცხოვრების წესი, რაც მოიცავს წყლის დალევას, ვარჯიშს და სწორ კვებას – ამ ყველაფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

 

მოამზადა ნინო გოლოშვილმა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები