რა არის ბიორევიტალიზაცია და როდის უნდა მივაკითხოთ ექიმ-კოსმეტოლოგს – გაეცანით კლინიკა „სკინ კოდში“ არსებულ უნიკალურ რეპარაციულ ტექნოლოგიებს

თანამედროვე კოსმეტოლოგია დიდი ხანია, საშუალებას გვაძლევს, ახალგაზრდული იერი მრავალი წლით გავიხანგრძლივოთ. კანის ბუნებრივი გაცოცხლებისთვის ბიორევიტალიცაზია ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალია, შესაბამისად, როცა ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც სწორად შერჩეული კრემების მოხმარება კანისთვის საკმარისი აღარ არის – დროა, ესთეტიკური მედიცინის კლინიკას მივმართოთ.

ბიორევიტალიზაცია საუკეთესო გამოსავალია, თუ თქვენ გაქვთ: მოდუნებული და გამომშრალი კანი, კანის შემცირებული ელასტიკურობა, კანის ნაადრევი დაბერების სიმპტომები, პიგმენტაცია და ა.შ.

ბიორევიტალიზაციის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის გასაგებად, მისი დადებითი თვისებებისა და სხვა მახასიათებლების გასაცნობად, მედიაჰოლდინგი „კვირა“ ესთეტიკური მედიცინის კლინიკა სკინ კოდის ექიმ-კოსმეტოლოგს, ნინო უგულავას ესაუბრა.

რა არის ბიორევიტალიზაცია?

ჩვენს ორგანიზმში ბუნებრივადაა ჰიალურონის მჟავა, რომელიც დიდი რაოდენობითაა ბავშვებში, ამიტომაა, რომ მათი კანი ნაზი და შევსებულია. ასაკის მატებასთან ერთად ჰიალურონის მჟავა სულ უფრო და უფრო მცირდება, არადა, ჩვენი კანის დატენიანებაზე და სიჯანსაღეზე სწორედ ჰიალურონის მჟავაა პასუხისმგებელი. ასაკის მატებასთან და ცხოვრების არასწორ წესთან ერთად, როდესაც ეს პროცესი ირღვევა, სახის კანი კარგავს  სიმკვრივეს, ხდება მშრალი და ჩნდება პირველი ნაოჭები, ამიტომ სახის კანის მოვლით პროცედურებში აუცილებელია, ჩავრთოთ ბიორევიტალიზაცია (ჰიალურონის მჟავის ინექცია), რომელსაც შეუძლია დაბერების პროცესის შეჩერება.

თანამედროვე კოსმეტოლოგია იძლევა იმის საშუალებას, რომ ადამიანმა ბუნებრიობა შეინარჩუნოს, ამიტომ საჭიროა, ამ პროცესში სწორად, ზუსტად და ინდივიდუალური მიდგომით ჩავერთოთ. ადამიანებს გვიყვარს კომპლიმენტის მიღება, მაგრამ არ გვსიამოვნებს,  როდესაც გარშემომყოფები არაბუნებრივ ცვლილებას ამჩნევენ. როდესაც პაციენტი მოგვმართავს, მნიშვნელოვანია, მოვისმინოთ მისი მოსაზრება, ადეკვატურად შევაფასოთ ამის საჭიროება, ინდივიდუალურად დავგეგმოთ მკურნალობა და შევურჩიოთ მისთვის შესაფერისი პრეპარატი.

ბიორევიტალიზაციის პრეპარატების სახეებზეც ვისაუბროთ….

რაც შეეხება ბიორევიტალიზაციის პრეპარატებს, ის შეიძლება იყოს როგორც სუფთა, არასტაბილიზირებული ჰიალურონის მჟავის სახით, ასევე, ბიორეპარაცია – გამდიდრებული პეპტიდებით, ამინოჟავებით, ვიტამინებით. თუ  რა დროს რომელია საჭირო, ამას ექიმი წყვეტს.

როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ჩვენს კანს ბიორევიტალიზაცია ესაჭიროება?

რა შემთხვევაში გვჭირდება ბიორევიტალიზაცია? როდესაც შეიმჩნევა: კანის სიმშრალე, კანის არათანაბარი, რელიეფი, კანის არაერთგვაროვანი ფერი, პირველადი ნაოჭები, კანის ელასტიკურობის დაკარგვა, დარღვევა, დაქვეითება, თვალის გარშემო მუქი წრეები, აკნე, პოსტაკნე  ნაწიბურები და პიგმენტაცია.

როგორია მკურნალობის კურსი და რამდენ ხანს გრძელდება უშუალოდ პროცედურა?

მკურნალობის კურსის შერჩევა ინდივიდუალურად ხდება, პროცედურის ხანგრძლივობა კი 30-40 წუთია.

რომელ პრეპარატებს იყენებს კლინიკა „სკინ კოდი“? 

ჩვენი კლინიკა მომხმარებელს ფართო არჩევანს  სთავაზობს. განვიხილოთ ერთ-ერთი მათგანი: Filorga უნიკალური რეპარაციული ტექნოლოგიაა სახის კანის გასაახალგაზრდავებლად. პროცედურის შედეგად ხდება კანის ტონუსის და ელასტიკურობის აღდგენა,  ნაოჭების გასწორება, სახის კანის, თვალისა და ტუჩის კუთხეების ლიფტინგი, სახის კანის ფერის გაუმჯობესება, სახის ოვალის გამოსწორება, ატროფიული ნაწიბურებისა და ჰიპერპიგმენტაციის შემცირება.

ასევე, სახის ქვედა მესამედზე შეგვიძლია ვიმუშაოთ სპეციალურად შექმნილი პრეპარატით, რომლითაც ერთდროულად ხდება სახის კანის ლიფტინგი და ლიპოლიზი.

პაციენტების კატეგორიას, რომლებსაც ინექციის განსაკუთრებული შიში აქვთ, ჩვენი კლინიკა სთავაზობს ფრანგული ბრენდის ფილორგას აპარატ CryoLed-ს და ნობელის პრემიის მფლობელ, „ნანო ჰიალურონის“ გელის შემცველ „FORLLE’d“-ის პროცედურებს.

ახასიათებს თუ არა ბიორევიტალიზაციას გვერდითი მოვლენები, რომელიმე პრეპარატი ალერგიული ხომ არ არის?

არანაირი ალერგიული ან სხვა სახის გვერდითი მოვლენა არ ახლავს. ის სტრუქტურულად ძალიან მიახლოებულია ჩვენს ორგანიზმში არსებულ ჰიალურონის მჟავასთან.

და ბოლოს, როდის არ შეიძლება ბიორევიტალიზაციის ჩატარება?

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ონკოდაავადებების დროს, ასევე, კანის ახალწარმონაქმნების, კელოიდური ნაწიბურებისა და ჰიალურონის მჟავას ინდივიდუალური აუტანლობის შემთხვევაში.

ცნობისთვის, სტატისტიკურად, 30 წლამდე, ადამიანის კანის უჯრედებში, ჰიალურონის მჟავას შემცველობა, მეტ-ნაკლებად, სტაბილურია. 25 წელს ზემოთ, იწყება ჰიალურონის რაოდენობის კლება. დასვენება და ძილი, უკვე, სასურველ ეფექტს აღარ იძლევა. სწორედ ასეთ დროს, ბიორევიტალიზაცია ყველაზე კარგი საშუალებაა. მისი საშუალებით ხდება კანის ბიოლოგიური მეთოდებით გამოცოცხლება.

კლინიკა “სკინ კოდში“ კონსულტაციაზე ან პროცედურაზე ჩასაწერად დარეკეთ ნომერზე: 322 37 80 80 ან 595 34 80 80

 

მოამზადა ნინო გოლოშვილმა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები