ვენსი: რუსეთს ტერიტორიები სურს, უკრაინას – გარანტიები

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა, უკრაინასა და რუსეთს შორის არსებულ მთავარ უთანხმოებებზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში ორი ქვეყნის ლიდერებს შორის შეხვედრა გაიმართება.

ვენსის თქმით, უკრაინა, პირველ რიგში, გარანტიებს მოითხოვს, რომ რუსეთი სამხედრო მოქმედებების დასრულების შემდეგ მომავალში აგრესიას არ განაახლებს.

როგორც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რუსეთი ცდილობს უკრაინის ტერიტორიების დაცვას, პირველ რიგში იმ ტერიტორიების, რომლებიც უკვე რუსული ჯარების კონტროლის ქვეშაა, ასევე იმ ტერიტორიების, რომლებიც ამჟამად უკრაინის კონტროლის ქვეშაა.

“უკრაინელებს უსაფრთხოების გარანტიები სურთ. რუსებს კი გარკვეული რაოდენობის ტერიტორია. ზოგჯერ ლიდერებს შორის პირისპირ შეხვედრას შეუძლია ჩიხის გადაშლა, რომლის გადალახვაც მათ გუნდებს არ შეუძლიათ“, – თქვა ვენსმა და დასძინა, რომ დიდი ხნის შემდეგ პირველად, მხარეებმა დეტალურად ჩამოაყალიბეს თავიანთი მოთხოვნები და ახლა მათ შეუძლიათ ამ დეტალებზე მუშაობა.

ვენსმა აღნიშნა, რომ უკრაინის უსაფრთხოების ძირითადი გარანტიები და მათთან დაკავშირებული ფინანსური ტვირთი საკუთარ თავზე ევროპულმა ქვეყნებმა უნდა აიღონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები