რატი იონათამიშვილი: სინამდვილეში ამ ადამიანებს ძალიან უყვართ რუსული რუბლები

,,სინამდვილეში ამ ადამიანებს ძალიან უყვართ რუსული რუბლები, ნამდვილად არ აქვს რუსულ ფულს მათთვის სუნი და ამას მათი ხერხემალი, ვანო მერაბიშვილიც ამბობდა”,- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა, IDFI-ის ხელმძღვანელის რუსეთის მოქალაქეებთან ბიზნეს თანამშრომლობაზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ეს არის კოლექტიური შემთხვევა, სახე მთლიანად რადიკალური ოპოზიციის, თუ მდიდარი „ენჯეოების“, რომლებიც ხშირ შემთხვევაში რადიკალური ოპოზიციის სათავეშიც კი იმყოფებიან ხოლმე. ეს დუმილიც არ გვიკვირს, ვინაიდან ამ საზოგადოებისთვის ორმაგი სტანდარტი არის სავიზიტო ბარათი, ჩვეული სახე და ქმედება. სწორედ ამიტომ არის განპირობებული, რომ სინამდვილეში ამ ადამიანებს ძალიან უყვართ რუსული რუბლები, ნამდვილად არ აქვს რუსულ ფულს მათთვის სუნი, და ამას მათი ხერხემალი ვანო მერაბიშვილიც ამბობდა“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები