რატი იონათამიშვილი: რადიკალური ოპოზიციის სახე არის ლიბერალური ფაშიზმი

,,რადიკალური ოპოზიციის სახე არის ლიბერალური ფაშიზმი და ესეც არის ამ ფაშიზმის გამოვლინება”,- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა, სოციალურ ქსელებში ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნებულ კომენტარებზე საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ ვხედავთ ამ რადიკალთა რიგებში როგორი ძლიერია სიძულვილისა და ბოროტების განწყობები და მიდრეკილებები. ეს გვაჩვენებს, რომ მათ შესაძლებლობა რომ მიეცეთ, თავად ჩაიდენდნენ მკვლელობებს, თავად აწამებდნენ ადამიანებს. ამით ჩვენს საზოგადოებას არასოდეს დაავიწყდება მათი სახე, მათი ზრახვები“, – მიიჩნევს იონათამიშვილი.

ცნობისთვის, ბიზნესმენისა და პოლიტიკოსის, ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალებას საზოგადოების ნაწილი სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარებითა და ცინიზმით ეხმაურება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები