ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი “ღამის სერენადები” გაიმართა
სასტუმრო “ბორჯომი ლიკანში”, ცნობილი ქართველი მევიოლინის, ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი “ღამის სერენადები” გაიმართა. ინფორმაციას, ბორჯომის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს: მარიო სტეფანო პიეტროდარკი – ბანდონეონი,იტალია; მარიამ ბუგიანიშვილი – ვოკალი, საქართველო; ფესტივალის საბაზო ორკესტრი – “საქართველოს ვირტუოზები”, პირველი ვიოლინო – ლელა მჭედლიძე.
ფესტივალს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი, ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ეკა ორჯონიკიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოქალაქეები ესწრებოდნენ.