“21 აგვისტოს ღამისა და დილის საათებში – დასავლეთ საქართველოში, ასევე, სანაპირო კურორტებზე, მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი” – მეტეოროლოგი
მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
როგორც ის წერს, 21 აგვისტოს ღამისა და დილის საათებში დასავლეთ საქართველოში, ასევე, სანაპირო კურორტებზე, მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი.
“21 აგვისტოს ღამისა და დილის საათებში – დასავლეთ საქართველოში, ასევე, სანაპირო კურორტებზე, მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი ნალექი, გთხოვთ გაითვალისწინოთ უხვი ნალექის დროს არსებული რეკომენდაციები.
აღმოსავლეთში უამინდობა ძირითადად ძლიერი ქარით იქნება გამოხატული”, – წერს კობა ფარტენაძე.