როგორ ვებრძოლოთ თმას სხეულზე – ლაზერული ეპილაციის სახეები და უნიკალური Sharplight-ის აპარატი კლინიკა „სკინ კოდში“

ლაზერული ეპილაცია არასასურველი თმის მოსაშორებლად უმტკივნეულო, უსაფრთხო და სწრაფი საშუალებაა. ამ მეთოდით თმის მოცილება ფართოდაა დანერგილი თანამედროვე კოსმეტოლოგიაში და დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელ მსოფლიოში. გლუვი კანის მოდა ევროპაში აღმოსავლეთიდან შემოვიდა. აღსანიშნავია, რომ უძველეს დროშიც სხეულიდან თმის მოცილება ესთეტობასა და კარგ გემოვნებაზე მიუთითებდა.

თმის მოცილების ყველა არსებული მეთოდი ერთ პრინციპზეა დაფუძნებული – თმის ფოლიკულების განადგურება. არასასურველი თმის სამუდამოდ მოსაშორებლად, აპარატურული კოსმეტოლოგიის გამოყენებაა საჭირო, რომლის დროსაც, თმის ფოლიკულა სხვადასხვა სახის ენერგიის ზემოქმედების შედეგად ნადგურდება.

დაბალი ხარისხის აპარატის გამოყენებით ან არაპროფესიონალ ლაზეროთერაპევტთან სტუმრობით, არის შანსი, რომ მიიღოთ დამწვრობა ან გაგიჩნდეთ პიგმენტური ლაქები. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, კარგი კლინიკისა და გამოცდილი ლაზეროთერაპევტის შერჩევა.

რა არის ლაზერული ეპილაცია, როგორია მისი სახეები, რა დროს რომელ ლაზერულ ეპილაციას უნდა მივმართოთ, და ზოგადად მის დადებით თვისებებსა და სხვა მახასიათებლების შესახებ მედიაჰოლდინგი „კვირა“, ესთეტიკური მედიცინის კლინიკა „სკინ კოდის“ ექიმ-ლაზეროთერაპევტს ანი ფრუიძეს ესაუბრა:

რა არის ლაზერული ეპილაცია და თმის ლაზერულად მოცილების რამდენი მეთოდი არსებობს?  

ლაზერული ეპილაცია არის თმის მოცილების თანამედროვე, სწრაფი და უმტკივნეულო მეთოდი. ლაზერის აპარატი ბაზარზე 1997 წლიდან გამოჩნდა და მას შემდეგ თანამედროვე კოსმეტოლოგიაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. არსებობს რამდენიმე სახის ლაზერი: ალექსანდრიტი, ნეოდიუმი და დიოდური. ასევე არსებობს IPL-ის(ინტენსიური პულსური ნათება) და DPC-ის (დინამიური პულსური კონტროლი) სახელით ცნობილი ფოტოეპილაცია, რომელიც ლაზერი არ არის.

როგორია თითოეულის მუშაობის ტექნიკა და რა განასხვავებს ერთმანეთისგან?

ალექსანდრიტის ლაზერი თმიან ზედაპირზე კეთდება და გაპარსვას არ საჭიროებს. აღნიშნული ლაზერი  ჯერ შლის თმას, შემდეგ კი მიდის ფოლიკულამდე, ათბობს და ანადგურებს თმას, შემდეგ ხდება თმის ცვენა. მისი სხივის სიგრძე 755 ნანომეტრია.

რაც შეეხება დიოდურ ლაზერს, მას ნახევრადგამტარ ლაზერს ეძახიან, მისი სხივის სიგრძე  810 ნანომეტრია. დიოდური ლაზერი გაპარსულ კანზე კეთდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ის დაწვავდა თმას, პიგმენტურ ლაქებს დატოვებდა და კანს გააუხეშებდა. შესაბამისად სასურველი შედეგიც ვერ დადგებოდა, რადგან სხივი საჭირო ადგილამდე არ ჩავიდოდა და  ენერგია თმის მოწვაზე დაიხარჯებოდა.

ნეოდიუმი ლაზერი (NDYAG) ძირითადად კავკასიური ტიპის კანზე, ანუ მუქ კანზე კეთდება, ასევე, გარუჯულ კანზე, აქვს ყველაზე გრძელი სხივი 1064 ნანომეტრი. იმდენად სწრაფია და იმდენად გრძელი სხივი აქვს, რომ კანის ზედაპირს ვერ აღიქვამს და ამის გამო კანის ზედაპირის დაწვა არ ხდება. აღსანიშნავია, რომ პირდაპირ მოქმედებს ფოლიკულის მკვებავ სისხლძარღვზე, შესაბამისად, ანადგურებს მას და შემდეგ ხდება თმის ცვენა.

ფოტოეპილაცია არ მიეკუთვნება ლაზერს, ის დინამიკური პულსური ნათებით პულსების კონტროლირებას ახდენს, ათბობს ფოლიკულს და ასე აცილებს თმას. მისი სხივის სიგრძე 635 ნანომეტრია. ფოტოეპილაციის ორნაირი აპარატი არსებობს Elos აპარატი და Sharplight-ის IPL.

რა დროს არ უნდა გაკეთდეს ლაზერული ეპილაცია…

ლაზერული ეპილაცია არ კეთდება პრეპარატების მიღებისას – არ არის რეკომენდირებული ანტიდეპრესანტებისა და ანტიბიოტიკების, შარდმდენი პრეპარატების მიღების დროს, რადგან ეს მედიკამენტები სინათლის სხივის მიმართ მგრძნობიარენი არიან, აძლიერებენ მათ და ამ დროს შესაძლოა კანის დამწვრობა მივიღოთ.

ლაზერული ეპილაციის გაკეთება აკრძალულია ჰერპესის შემთხვევაში, კანის ანთებითი გამონაყარის დროს, ონკოლოგიური დაავადებების, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. ასევე, გულსისხლძარღვთა დაავადებების დროს. თუ არის ჭარბთმიანობა ჯერ უნდა დადგინდეს ზუსტი მიზეზი, შემდეგი კი ექიმი-ლაზეროთერაპევტი თავად გადაწყვეტს ჩაატაროს თუ არა პროცედურა. ამ დროს აუცილებელია ენდოკრინოლოგის ნებართვა და ჩართულობა. ჭარბთმიანობის გამომწვევი მიზეზი ძირითადად თირკმელების ზედა ჯირკვლისა და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, ჰორმონალური დარღვევა და ზოგიერთი ონკოლოგიური დაავადებაა.

უკუჩვენებები თუ ახასიათებს…

პიგმენტაციის დარღვევა კანზე ანუ ლაქები. სხივს როგორც თბური (დამშლელი), ასევე, მასტიმულირებელი ეფექტი აქვს, არასაკმარისი სიმძლავრის გამოსხივებისას იმატებს დასხივების რისკი, ხოლო სიმძლავრის გადაჭარბების შემთხვევაში იმატებს კანის დამწვრობის რისკი, ამიტომ არის საჭირო რომ კანის ლაზერული ეპილაცია ექიმმა-ლაზეროთერაპევტმა ჩაატაროს.

ასევე, ერთ-ერთი უკუჩვენებაა ფოლიკულიტი – ფოლიკულის ღეროს ანთება, რომელიც ღია ფორებში რაიმე ინფექციის შეჭრის შემთხვევაში ვითარდება, ასევე, უკუჩვენებას მიეკუთვნება დამწვრობა, ასეთ შემთხვევაში აუცილებელია მიმართოთ ექიმს და იმკურნალოთ შესაბამისი მალამოების საშუალებით.

როგორ მოვუაროთ კანს ეპილაციის შემდეგ…

ეპილაციის შემდგომ 3-დან 6 საათის განმავლობაში წყალი არ უნდა მივიკაროთ. უნდა მოვერიდოთ საცურაო აუზზე ვიზიტს, ასევე საუნას 24-48 საათის განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ ვარჯიშიც არ არის რეკომენდირებული, რადგან არის შანსი რომ ოფლის გამოყოფამ ღია ფორებში ინფექციის კერა გააჩინოს. არასასურველია კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება 12-დან 24 საათის განმავლობაში. უნდა მოვერიდოთ მზეს, რადგან მელანინი გვიცავს დამწვრობისგან, ხოლო როდესაც ეპილაცია ახალი გაკეთებული გვაქვს, პიგმენტი მელანინი განადგურებულია და ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვის უნარი აღარ აქვს. ამიტომ მზეზე გასვლამდე, აუცილებლად, SPF-50%-იან დამცავ საშუალებას  ვიყენებთ.

რას სთავაზობს კლინიკა „სკინ კოდი“ მომხმარებელს?

როდესაც კლინიკა „სკინ კოდში“ პაციენტი მოდის, იხსნება სპეციალური, სამედიცინო ანკეტა, ფასდება პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რის შედეგადაც ექიმი-ლაზეროთრაპევტი წყვეტს ჩაუტაროს თუ არა პაციენტს ლაზერული ეპილაცია. „სკინ კოდი“ მომხმარებელს სთავაზობს sharflight-ის ფოტოეპილაციას, რომელიც უნიკალურია, აპარატი ისრაელის წარმოებისაა, ცნობილია როგორც IPL. ასხივებს ფართოზოლიან იმპულსურ შუქს. ენერგია, რომელიც მიმართულია თმის ღერზე, ახურებს და ანადგურებს მის ფოლიკულს, წააგავს ლაზერულ ეპილაციას, ერთდროულად მოქმედებს სხვადასხვა სიგრძის ტალღა და შესაძლებელია ნებისმიერი ფერის თმის, ღინღლის და ფოტოტიპზე მუშაობა. თმის მოცილება ხდება ძირითადად ფოტო სინათლის იმპულსებით. თმის მელანინი შთანთქვს და ატარებს სინათლის სხივს, იწვევს თმის ფოლიკულის გათბობას, რის შედეგადაც იწყება თმის ცვენა. მინდა აღვნიშნო, რომ აპარატს აქვს უნიკალური თავაკი, რომელიც 5 გრადუსზე იყინება, რის შედეგადაც პაციენტის კანი არ იწვება და პროცედურაც უმტკივნეულოდ და კომფორტულად ტარდება.

კიდევ რა უპირატესობები ახასიათებსსკინ კოდშიარსებულ sharflight-ის აპარატს?

ჩვენს აპარატზე კანის ტიპს ვარჩევთ და პროგრამას შესაბამისად ვაყენებთ, ასევე, შესაძლებელია სიმძლავრისა და თმის ტიპის მითითება. როგორც აღვნიშნე აპარატს აქვს კანის გაგრილების ფუნქცია, რათა არ მოხდეს კანის ზედაპირის დაწვა. აპარატის თავაკი უნიკალურია, იყინება 5 გრადუსზე, რაც პროცედურის უმტკივნეულოდ ჩატარების გარანტიაა. თავაკი ასევე უნიკალურია იმით, რომ კანს ხდის ხავერდოვანსა და გლუვს, არ ტოვებს შავ წერტილებს და ლაქებს. ძალიან განსახვევებულია ლაზერისგან. მასთან საერთო არაფერი აქვს. აღსანიშნავია, რომ ძალიან უსაფრთხო აპარატია.

მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ჩვენს აპარატში იმპულსების ჩატვირთვა არ ხდება, აქვს 150 ათასი გარბენი, როდესაც ეს იმპულსები იხარჯება, თავად თავაკი იცვლება, რომელიც ასევე ისრაელიდან იგზავნება.

რამდენი პროცედურაა საჭირო თმის გასაქრობად?

საკმარისია 5-8 პროცედურა, უფრო მეტი პროცედურაა საჭირო სახის არეალზე, რადგან სახეზე არსებული თმა პროცედურებს ნაკლებად ემორჩილება. პროცედურიდან პროცედურამდე ინტერვალი 2 თვეა, ამ ხნის მანძილზე პაციენტს შესაძლოა მხოლოდ ერთხელ დასჭირდეს გაპარსვა. აუცილებელია ინტერვალების დაცვა და კურსის მთლიანად ჩატარება, რადგან სასურველ შედეგს მივაღწიოთ.

აქრობს თუ არა თმას ლაზერი საბოლოოდმითია თუ რეალობა?

თმისგან სამუდამოდ გათავისუფლება არ ხდება, მაგრამ ხდება თითქმის ნახევრად გათავისუფლება, იმიტომ რომ როდესაც 4 წელიწადში მხოლოდ სამჯერ და ორჯერ დაგჭირდება  ლაზერული ეპილაციის გაკეთება, ვიღაცისთვის ესეც სამუდამო გათავისუფლების ტოლფასია. თმის ზრდის შეჩერება მინიმუმამდე ხდება და შესაძლოა პაციენტს ორ წელიწადში ერთხელ დასჭირდეს გაკეთება. თმის ღერი იმდენად მცირდება და თხელდება რომ ზოგჯერ თვალით დანახვა შეუძლებელია, თუმცა, მაინც ვერ ვიტყვით, რომ პაციენტი თმისგან სამუდამოდ გათავისუფლდება.

რატომ არის თმის მოცილების ამდენნაირი ტექნიკა/მეთოდი?

თმის მოცილების ამდენი სახეობა იმიტომ არის, რომ ადამიანის კანის ტიპიც ბევრნაირია. სულ კანის 5 ფოტოტიპი არსებობს. ყველა ლაზერი ყველანაირი ფოტოტიპის კანზე არ კეთდება, ამიტომ ლაზეროთერაპევტი თავად გიჩევთ რომელია თქვენთვის უკეთესი აპარატი. მაგალითად, ალექსანდრიტის ლაზერი ყველაზე კარგად ღია კანზე არსებულ მუქ თმაზე მუშაობს. ნეოდიუმი – უფრო კავკასიური ტიპის კანის მქონე ხალხზე, ანუ უფრო მუქი კანის მქონე ადამიანებზეა სასურველი და ა.შ. თუმცა, აქვე ვიტყვი რომ ეს მაინც ინდივიდუალურია.

პროცედურის ხანგძლივობა როგორია?

ჩვენი აპარატი, სხვა აპარატებთან შედარებით ნელია, კანის დაახლოებით 4 სანტიმეტრზე ხდება თავაკის განთავსება, არ სრიალებს როგორც დიოდი და პროცედურა შედარებით ხანგრძლივდება, მაგალითად ფეხებისთვის 60-80 წუთია განსაზღვრული. დრო სჭირდება, მაგრამ შედეგი საუკეთესო გვაქვს, რითიც პაციენტი ყოველთვის კმაყოფილია.

კლინიკა “სკინ კოდში“ კონსულტაციაზე ან პროცედურაზე ჩასაწერად დარეკეთ ნომერზე: 322 37 80 80 ან 595 34 80 80

 

 

მოამზადა ნინო გოლოშვილმა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები