საგადასახადო სამართალდარღვევის 608 ფაქტი გამოვლინდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, 19-26 აგვისტოს, საგადასახადო სამართალდარღვევის 608 ფაქტი გამოვლინდა. კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ 3 600 გადამხდელი შემოწმდა, რის შედეგადაც შემდეგი საგადასახადო სამართალდარღვევები დაფიქსირდა: საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 126 შემთხვევა; ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების 41 ფაქტი და მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 441 შემთხვევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები