560 ღერი უაქციზო სიგარეტის შენახვა-რეალიზაციის ფაქტი გამოვლინდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული უაქციზო სიგარეტის (ჯამში 560 ღერი) შენახვა-რეალიზაციის ფაქტი გამოვლინდა.
​შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს ჩამოერთვა საქონელი და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1553 მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქონლის 18 წლამდე პირზე რეალიზაციის ფაქტზე, ადმინისტრაციული სახდელის სახით ფულადი ჯარიმა 150 ლარის ოდენობით შეეფარდა. საქმეთა მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით მარნეულის მაგისტრატ სასამართლოს გადაეგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები