საქართველოს მთიან რეგიონებში 164 სოფელი მთლიანად გაუკაცრიელდა

      “ქორთიარდ მარიოტში” მთის პრობლემასთან და პრობლემის გადაჭრის გზებთან დაკავშირებით “დემოგრაფიული აღორძინების ფონდის”, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ორგანიზებით, კონფერენცია – “SOS საქართველოს მთა” ტარდება. კონფერენციის განხილვის საგანია მთაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობა და დემოგრაფიული პრობლემები. ორგანიზატორთა თქმით, 2002 წლის მონაცემებით, საქართველოში 164 სოფელი მთლიანად გაუკაცრიელდა, ხოლო 152 სოფელში 10 და 10-ზე ნაკლები კომლი ცხოვრობს. ამ სოფლების უმეტესობა მთიანი სოფელია, ასევე უმძიმესი მდგომარეობაა საზღვრისპირა ზოლში, რომელიც თითქმის მთლიანად დაიცალა მოსახლეობისაგან. საუბარია ერთიანი დოკუმენტის შემუშავებაზე, რომლის მომზადების შემდეგ კანონპროექტის სახით წარედგინება პარლამენტს. ღონისძიებაში მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლები მონაწილეობენ. კონფერენციაზე “დემოგრაფიული აღორძინების ფონდის” სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელის, ლევან ვასაძის სიტყვით გამოსვლაც არის დაგეგმილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები