აზერბაიჯანი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. არჩევნებს არ აღიარებს

აზერბაიჯანი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას კვლავ ადასტურებს და ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს.
ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
„აზერბაიჯანი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერას კვლავ ადასტურებს და 25 აგვისტოს საქართველოს რეგიონში აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნებს“, ისევე როგორც მის შედეგებს არ აღიარებს. აზერბაიჯანის საგარეო უწყება საჭიროდ მიიჩნევს აფხაზეთის საკითხის დარეგულირებასთან დაკავშირებით მშვიდობიანი დიალოგის გაგრძელებას, საერთაშორისო პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად“,-ნათქვამია განცხადებაში.
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 25 აგვისტოს ჩატარდა. ამ დროისთვის ცნობილია, რომ გაიმართება ე.წ. მეორე ტური.
როგორც ე.წ. ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, მეორე ტურში გადიან რაულ ხაჯიმბა და ალხას კვიწინია, თუმცა შედეგი ჯერჯერობით არ გაუსაჯაროებია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები