ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნების მეორე ტური გაიმართება – რა შანსები აქვს ე.წ. ოპოზიციის ლიდერს

ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. არჩევნების მეორე ტური, სავარაუდოდ, ორი კვირის ვადაში გაიმართება.
25 აგვისტოს გამართული ე.წ. არჩევნების შედეგად მეორე ტურში მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა 20, 304 ხმით, ხოლო ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი- ალხას კვიწინია 19032 ხმით გადის.
ამის შესახებ კვიწინიას ე.წ. საარჩევნო შტაბში განაცხადეს, რაც შეეხება ე.წ. ცესკოს მონაცემს ის დღის პირველ ნახევარში გახდება ცნობილი.
როგორც კვიწინიამ განაცხადა: „ვაპირებთ ბოლომდე ვიბრძოლოთ და მეორე ტურს ბოლომდე მივიყვანთ“. ე.წ. ცესკოს შენობასთან, გვიან ღამით, კვიწინიას მომხრეები შეიკრიბნენ, თუმცა შენობას სამართალდამცველები იცავდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები