სალომე ზურაბიშვილი: დე ფაქტო მთავრობა აფხაზეთში დღეს ატარებს არალეგიტიმურ „საპრეზიდენტო არჩევნებს“
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნებს გმობს.
„დე ფაქტო მთავრობა აფხაზეთში დღეს ატარებს არალეგიტიმურ „საპრეზიდენტო არჩევნებს“. საქართველო გმობს ამ ფიქტიურ პროცესს, როგორც ჩვენი ეროვნული სუვერენიტეტის კიდევ ერთ შელახვას“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი ტვიტერზე.
ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები იმართება.