საპარლამენტო უმრავლესობის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლება გურიაში შეხვედრებს განაგრძობენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მეორე დღეა გურიაში მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავენ.

დეპუტატები გია ვოლსკი, გიორგი გაჩეჩილაძე, გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია და ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე დღეს რეგიონში შემავალ სოფლებისს, ნასაკირალისა და ბაილეთის ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდნენ და მათი საჭიროებები პირადად მოისმინეს. ადგილობრივმა მოსახლოებამ შეხვედრებზე რამდენიმე პრიორიტეტული პრობლემა წამოაყენა, მათ შორის სასმელი წყლისა და გზების.

მმართველი გუნდის წარმომადგენელთა თქმით, აღნიშნული შეხვედრები ყველა რეგიონში იმართება, რათა ადგილზევე მოისმინონ მოსახლეობის საჭიროებები და მომავალი წლის ბიუჯეტი შესაბამისად დაიგეგმოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები