ახალსოფელში ხანძრის ლოკალიზების პროცესში მეორე ვერტმფრენიც ჩაერთო

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ხანძრის ლოკალიზების პროცესში მეორე ვერტმფრენი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა დამატებითი ჯგუფი ჩაერთო.
​არსებული ინფორმაციით, ხანძრის ლოკალიზებას რთულ რელიეფთან ერთად, ძლიერი ქარიც უშლის ხელს.
ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლის, დავით ალადაშვილის ცნობით, ცეცხლი უკვე მრავალწლოვან ფოთლოვან ტყესაც მოედო და ხანძრის არეალი 10 ჰექტრამდე გაფართოვდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ხანძრის მოსახლეობაზე გადასვლის საფრთხე ამ დროისთვის არ არსებობს.
​ცნობისათვისახალსოფელთან მდებარე ტყეში ცეცხლი გუშინ გაჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები