ლაზერული ეპილაციის უახლესი აპარატი, რომელიც თმას პირველივე ვიზიტის დროს აქრობს – ინტერვიუ „სკინ კოდის“ ლაზეროთერაპევტთან

ლაზერული ეპილაცია არასასურველი თმის მოსაშორებლად უმტკივნეულო, უსაფრთხო და სწრაფი საშუალებაა. ამ მეთოდით თმის მოშორება ფართოდაა დანერგილი თანამედროვე კოსმეტოლოგიაში და დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელ მსოფლიოში.

დღეს უნდა გაგაცნოთ DPC ტექნოლოგიის sharplight აპარატი, რომელსაც ისრაელი აწარმოებს. ამ აპარატის ერთ-ერთი უნიკალურობა ისაა, რომ, სხვა აპარატებისგან განსხვავებით, პროცედურიდან პროცედურამდე ინტერვალი მინიმუმ ორი თვეა და იმისათვის, რომ მომხმარებელმა სხეულიდან თმა გაიქროს, სულ რაღაც 6-8 პროცედურაა საჭირო. აღსანიშნავია ისიც, რომ სხივი თმის ბოლქვის იქით არ მიდის და სხეულში სხივი არ გაიფანტება – სხივი კანში მხოლოდ 4 მიკრონზე ჩადის.

ასევე, პროცედურა უმტკივნეულოა და ანესთეზიას არ საჭიროებს. აპარატში დამონტაჟებულია უნიკალური გამაგრილებელი სისტემა, რომელიც – 5 გრადუსზე ყინავს და იცავს კანს გადახურებისა და წვისგან, პაციენტს არ ექმნება დისკომფორტი, რაც, დამეთანხმებით, პროცედურის უსაფრთხოების გარანტიაა.
აღნიშნული ლაზერის პირველივე გამოყენებისას თქვენს სხეულზე მოხდება თმის სრული ცვენა, კანის ზედაპირზე არ დარჩება შავი წერტილები, ასევე, აპარატი არ აბრუნებს თმას და ყველაზე მთავარი პრობლემა, რომლის წინაშეც აქამდე იდექით – თმის გაპარსვა საჭირო აღარ არის. მოკლედ რომ ვთქვათ, ექიმის დანიშნულებას თუ მიჰყვებით, თმა რეალურად 99%-ით ლაგდება. ესთეტიკური მედიცინის ცენტრი „სკინ კოდი“ მომხმარებელს სწორედ ამ აპარატით ემსახურება.

მედიაჰოლდინგი „კვირა“ კლინიკის ექიმს, ლაზეროთერაპევტ მზიკა ნოზაძეს ესაუბრა, რომელიც ამ სფეროში უკვე მეექვსე წელია მოღვაწეობს. მზიკა ნოზაძე დეტალურად მოგვიყვება sharplight-ის აპარატის შესახებ და უფრო ვრცლად გაგვაცნობს აპარატის დადებით თვისებებსა და მისი გამოყენების წესებს:

– მოგვიყევით sharplight-ის აპარატის შესახებ…
– ეს არის DPC ტექნოლოგია – დინამიკური პულსური ნათება, ასე ჰქვია ამ სხივს, რომელიც გამოირჩევა სხვა სხივებისგან იმით, რომ არაინვაზიურია (არ არის მტკივნეული) და პროცედურიდან პროცედურამდე ინტერვალი ორი თვე აქვს.
მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს მეხუთე თაობის აპარატია, რომელსაც ისრაელი აწარმოებს. აპარატის თავაკებსაც სწორედ ამ ქვეყნიდან ვცვლით.

– რითი განსხვავდება სხვა აპარატებისგან…
– პირველი, ჩვენთან ეპილაციიდან ეპილაციამდე ინტერვალი ორი თვეა, როცა, მაგალითად, დიოდურ ეპილაციას 21-დღიანი ინტერვალი აქვს, დამეთანხმებით, 21 დღესა და 60 დღეს შორის საკმაოდ დიდი სხვაობაა. მისი უნიკალურობა ასევე, ისაა, რომ სხვა სხივისგან განსხვავებით, კანზე არ ტოვებს შავ წერტილებს. ისევ დიოდს რომ დავუბრუნდეთ, დიოდთან შედარებით საგრძნობლად არაინვაზიურია, რადგან sharplight-ის აპარატს აქვს საფირის თავი, ფირფიტა, რომელიც კანის ზედაპირს -5 გრადუსზე ყინავს და სხივის გამოშვება მხოლოდ შემდეგ ხდება. ასევე, გამოკვლეულია და დადგენილია, რომ გამოშვების დროს სხივი არ იფანტება და კანში მხოლოდ და მხოლოდ 4 მიკრონზე ჩადის. მრავალი ადამიანი თავს იკავებს და ეპილაციას იღლიისა და ბიკინის ნაწილში არ იკეთებს, სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ რადგან აპარატი სხეულში მხოლოდ 4 მიკრონზე ჩადის, ის სხეულის ყველა ზონისთვის უსაფრთხოა.
ჩვენი აპარატი მახასიათებლებით რომ გამოვარჩიოთ, ყველაზე მეტად ფოტოეპილაციას ჰგავს, რადგან ყველაზე უსაფრთხო ეპილაციად ფოტოეპილაცია ითვლება. ეს არ არის ფოტო, მაგრამ თვისებებით მიახლოებულია.

– დაახლოებით რამდენი პროცედურაა საჭირო, რომ სხეულიდან თმა ალაგდეს?
– 6-8 პროცედურაა საჭირო, რომ სხეულზე თმა აღარ ამოვიდეს. პირველი გაკეთებიდან მეორე გაკეთებამდე ინტერვალი ორი თვეა, შემდგომ ვიზიტებზე ინტარვალი იზრდება და, საბოლოოდ, ჯამში, 6-8 პროცედურაზე ადის. ეს დამოკიდებულია კანისა და თმის ტიპზე. ამ ყველაფერს ვიზიტების დროს, ჩვენ, ექიმები ინდივიდუალურად ვადგენთ. გარწმუნებთ, თუ ექიმის დანიშნულებას პაციენტი ბოლომდე მიჰყვება, თმა სხეულიდან რეალურად მართლა ლაგდება. აქვე აღვნიშნავ, რომ ეპილაციის შემდეგ კანზე არ რჩება სიწითლე და სხეულის იმ ზონაზე, სადაც ეპილაცია კეთდება, წყლის მიკარება აკრძალული არ არის.

– იქნებ თმის ცვენაზე უფრო დეტალურად ვისაუბროთ…
– აპარატს ალაგების მხრივ სამკურნალო ეფექტი აქვს, შედეგი პირველივე პროცედურიდან ჩანს. ექიმი კანის ზედაპირს სპეციალური ფანქრით ხაზავს და ხდება ამ ზონების სხივებით იმპულსირება. ამ დროს გამორიცხულია იმის დაშვება, რომელიმე ზონაზე თმის დაცვენა არ მოხდეს, ან მეტ-ნაკლებად მოხდეს. თმის ცვენა და ალაგება ხდება მთლიანად კანის იმ ზედაპირზე, სადაც ექიმის მონახაზი კეთდება. თუ ბოლქვიდან თმის ორი ან სამი ღერი ამოდის, პირველივე გაკეთების შემდეგ უკვე ბუსუსებს ვაწყდებით და არა თმის მსხვილ ღერს.
რაც შეეხება უშუალოდ ცვენას, რა აქვს ამ აპარატს კარგი?! ის არ აბრუნებს თმას, თმის ბოლქვი სიცოცხლისუნარიანია დაახლოებით 1 კვირა – 10 დღე, ამ პერიოდში თმას აქვს საშუალება, რომ ამოვიდეს და მოშორდეს ზედაპირს.
მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ამ პერიოდში დასაშვებია გაპარსვა და ის ხელისშემშლელ ფაქტორს არ წამოადგენს, იმიტომ, რომ რეალურად გაპარსვა ადამიანს უწევს მხოლოდ ერთადერთხელ, ისიც გაკეთებიდან პირველ 10 დღეში. როდესაც სხივი ხვდება ბოლქვს, თმა შემდგომ ძალიან ნელა იზრდება, ის 10 დღის განმავლობაში იმდენად ნელა ამოდის და ისე ხდება თმის მოშორება, ფაქტობრივად, ვერ ხვდება პაციენტი. ამის შემდეგ, პაციენტს, თვენახევრის მნაძილზე, სხეულზე თმა უკვე აღარ აქვს, და შესაბამისად, გაპარსვის საჭიროებაც აღარ დგას.

– როგორ არჩევთ უშუალოდ პროცედურის დროს იმპულსს?
– ექიმი იმპულსს კანისა და თმის ტიპის მიხედვით არჩევს. კერძოდ, კანის ფერის მიხედვით ექიმი აწყობს აპარატზე პროგრამას და შემდეგ უკვე თმის ფერის მიხედვით დგინდება იმპულსი. რეალურად სხივი პიგმენტს აღიქვამს. ზოგიერთ ადამიანს პიგმენტი ძალიან ქერა აქვს, ზოგიერთი სხივი ამ ფერს ვერ ხედავს, ჩვენს აპარატს კი ამის პრობლემა არ აქვს, ხედავს კანის ოთხივე ტიპს: პირველს, მეორეს, მესამეს და მეოთხესაც – ქერა ტიპს.

– როდის არ შეიძლება sharplight-ის აპარატის გამოყენება?

– არ კეთდება ორულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში. ასევე, ნამზეურის დროს. გააჩნია, როდის გაქვთ რუჯი მიღებული, სასურველია, რუჯიდან ეპილაციამდე გასული იყოს 2-3 კვირა.

– როგორ უნდა დარწმუნდეს მომხმარებელი, რომ „სკინ კოდში“ ეპილაციის გაკეთება ნამდვილად მისცემს სასურველ შედეგს?

– ჩვენი აპარატისთვის, ყოველ თვე, ისრაელიდან იგზავნება ახალი თავი, რომელსაც აქვს გარბენი მხოლოდ 150 ათასი იმპულსი. ძალიან ბევრ აპარატს მილიონი და მეტი გარბენი უფიქსირდება. ამიტომ ხდება, რომ პროცედურებს წლების განმავლობაში იტარებენ და შედეგს ვერ ხედავენ.
ჩვენს შემთხვევაში, იმიტომ გვაქვს შედეგი, რომ აპარატის თავი ყოველთვე, თვენახევარში ერთხელ იცვლება – გააჩნია, რამდენი პროცედურა გვაქვს და რა სეზონია იმ პერიოდში. მაგალითად, ზაფხულში შესაძლოა, 2 კვირაში გამოიცვალოს თავი. როდესაც აპარატის თავი 150 ათას გარბენზე ადის, თავი იცვლება სხვა, დატუმბული თავით. ის, ვინც ჩვენს კლინიკაში მოვა და ეპილაციას გაიკეთებს, ყოველთვის დარწმუნებული იქნება, რომ პროცედურა შედეგის მომტანი იქნება.

– რაც შეეხება სანიტარულ ზომებს, როგორ ხდება თავაკების დამუშავება?
– აბსოლუტურად ყველაფერი მუშავდება სხვადასხვა ხსნარით, „სკინ კოდში“ ჰიგიენური ზომები მაქსიმალურადაა დაცული და ყველა მხრივ სანდოა. როდესაც ექიმი რჩება პროცედურას, ის ამუშავებს თავს. ასე, რომ თავაკების სტერილიზაცია ჩვენთან სისტემატურ რეჟიმში ხდება. ჰიგიენის ხელსაწყოები კი, აბსოლუტურად ყველაფერი, ერთჯერადი მოხმარებისაა.

აღსანიშნავია, რომ ესთეტიკური მედიცინის ცენტრ „სკინ კოდში“ ექიმებს მაღალი დონის ტრენინგები აქვთ გავლილი. შესაბამისად, „სკინ კოდის“ არსებობის მანძილზე კლინიკას არცერთი უკმაყოფილო პაციენტი არ ჰყოლია. „სკინ კოდში“ სტუმრობისას თქვენს სილამაზეზე იზრუნებენ ლაზეროთერაპევტები: თავად მზიკა ნოზაძე, ანა ფრუიძე და სოფო ჯანდიერი.

 

მოამზადა ნინო გოლოშვილმა

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები