გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრები 2020 წლის იანვრიდან განახლდება

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტმა აფხაზეთის ე.წ. საერთაშორისო ვალდებულებათა 2020 წლის მიზნობრივი პროგრამა დაამტკიცა.

ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ოდისეი ბიგვავამ განაცხადა, რომ „პროგრამა აფხაზეთის საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისკენ არის მიმართული, ასევე უნდა მოხდეს აფხაზეთის საგარეო პოლიტიკის შესახებ საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირება, და საერთაშორისო კონტაქტების ზრდა“.

გეგმა გულისხმობს ჟენევის დისკუსიებში აფხაზური დელეგაციის მონაწილეობას, ასევე ქალაქ გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებში ყოველთვიურ მონაწილეობას.

ე.წ. დადგენილება ძალაში 2020 წლის 1–ლი იანვრიდან შევა, ე.წ. საგარეო უწყებამ კი დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტს პროგრამის რეალიზაციის შესახებ ანგარიში 2020 წლის 1–ელ სექტემბრამდე უნდა მიაწოდოს.

გალში ინდიდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგირ 57–ე შეხვედრა 2018 წლის 27 ივნისს ჩაიშალა.

შეხვედრის ჩაშლის მიზეზი გახდა ის, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებისა და რუსეთის წარმომადგენლებმა

შეხვედრის დაწყებისთანავე დააყენეს ულტიმატუმი, რომ არ უნდა განხილულიყო გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხი.თუმცა მათი პირობა არ შესრულდა და დელეგაციამ შეხვედრა დაწყებიდან მალევე დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები