ანა ნაცვლიშვილი: ის ხალხი, ვინც საქმეებს კერავდა და მერე ჩაქუჩს უბრახუნებდა შეკერილ საქმეებს, ისევ იქაა

“ის ხალხი, ვინც საქმეებს კერავდა და მერე ჩაქუჩს უბრახუნებდა შეკერილ საქმეებს, ისევ იქ ზის”, – ამის შესახებ უფლებადამცველი ანა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ხომ ცხადზე ცხადი ხდება, რაც დრო გადის, რატომ დატოვეს უცვლელი პროკურატურა და სასამართლო სისტემა! (ბოდიში, დამავიწყდა, კანონპროექტში 39 მძიმე ჩასწორდა და 51 წერტილი გადანაცვლდა). ის ხალხი, ვინც საქმეებს კერავდა და მერე ჩაქუჩს უბრახუნებდა შეკერილ საქმეებს, ისევ იქ ზის, სისტემის ერთგული მსახურები და კერავენ, კერავენ მუუხლჩაუხრელად კარგი გამძლე დატოვა ადეიშვილმა, ჩინჩალაძე კი კვლავაც იქაა, ხარისხი რომ არ დავარდეს! ეს “მკერავი“ ხალხი ცუდი ხალხი კი არაა, სუფრაზე ყანწებით სვამენ საქართველოს სადღეგრძელოს დრო რომ გავა, მშვიდი ტონით იტყვიან – “მაშინ დრო იყო ასეთი: (ბოლო 30 წელი ამ ქვეყანაში), „მონანიებიდან“ მოიპარავენ ამ გენიალურ ფრაზას, ცოტა სინდისი ვისაც შეუღიტინებს, ის თავს ჩარგავს და ცოტა ხმადაბლა იტყვის: რამექნა“, – წერს ანა ნაცვლიშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები