ქართულ მხარესა და Ryanair-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდება

დღეს, 21 აგვისტოს, 14:00 საათზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ქართულ მხარესა და ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „რაინეარს” შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდება.
როგორც “კვირას” ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, ხელშეკრულებას ხელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” დირექტორი – გიორგი ჩოგოვაძე და Ryanair-ის კომერციული დირექტორი – დევიდ ო’ ბრაიენი მოაწერენ. ხელმოწერას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა დაესწრება.
მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი და ცნობილი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია საქართველოდან პირდაპირ ავიარეისებს ევროპის მიმართულებით როგორც ქუთაისის, ისე თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შეასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები