მარნეულის რაიონის სოფელ წერაქვში ფესტივალი One Caucasus გაიმართება

22-25 აგვისტოს, მარნეულში, წერაქვში, ფესტივალი One Caucasus გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალში მონაწილეობს 17-ზე მეტი ბენდი 8 ქვეყნიდან, მათ შორის დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის, საფრანგეთის, საქართველოს, სენეგალის, სომხეთის, უკრაინის, შოტლანდიის მუსიკოსები.
ფესტივალის ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალის მონაწილეები აშენებენ სრულიად ახალ, შემოქმედებით სივრცეს სამი კულტურის გზაჯვარედინზე, რადგან წერაქვი – ეს არის მულტიეთნიკური ადგილი, სადაც განსხავავებული რელიგიისა და ეროვნების ადამიანები წლებია მშვიდობიანად თანაცხოვრობენ. შეიქმნება ახალი საერთო საერთაშორისო მუსიკალური პროექტები.
8 აგვისტოდან მოხალისენი უკვე წერაქვში ცხოვრობენ. მათი დევიზია, ერთად ერთიან კავკასიაში ცხოვრება – უკონფლიქტოდ. One Caucasus-ის მთავარი იდეაც ესაა – შექმნას უსაფრთხო და შთამაგონებელი სივრცე კავკასიაში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის და ხელი შეუწყოს მათ ინტეგრაციას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
ფესტივალზე დასწრება/ტრანსპორტირება თბილისიდან და ქვემო ქართლის რაიონული ცენტრებიდან უფასოა. ასევე, ფესტივალი დაინტერესებულ პირებს სთავაზობს უფასო საკარვე ზონას.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები