ესთეტიკური მედიცინის ბაზარზე ახალი პრეპარატი, სიცოცხლის ელექსირი – „ლაენეკი“ გამოჩნდა – ინტერვიუ „სკინ კოდის“ მთავარ სპეციალისტთან

კონტურული პლასტიკის, მეზოთერაპიისა და ბიორევიტალიზაციის ფონზე, თანამედროვე ესთეტიკურ მედიცინაში პლაცენტარული თერაპია ვითარდება, რომელსაც „კანის გაახალგაზრდავებისა და ორგანიზმის გაჯანსაღების უნიკალურ მეთოდიკას“ უწოდებენ.
ექსკლუზიურად „სკინ კოდის“ კლინიკაში წარმოდგენილია იაპონური პრეპარატი – „ლაენეკი“, რომელსაც იაპონიაში ნახევარ საუკუნეზე მეტია, ჯანდაცვის სფეროში იყენებენ. ლაენეკ-თერაპია ადამიანის პლაცენტის ჰიდროლიზატზეა დაფუძნებული, რაც დაგიბრუნებთ ახალგაზრდობას და აღადგენს რუტინული სამუშაოთი დაღლილ ორგანიზმს.
ის გამოიყენება დერმატოლოგიაში, კურნავს ატოპიურ დერმატიტს, აკნეს, სხვადასხვა ინფექციას. ესთეტიკაში – სახის კანის ლიფტინგისთვის გამოიყენება, ის ზრდის კანის ელასტიკურობას, ეფექტურია ასაკობრივი დაბერების წინააღმდეგ, იყენებენ ნაოჭების გასასწორებლად, თქვენ წარმოიდგინეთ – კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი დაავადებისთვისაც. პრეპარატს თავისი დადებითი შედეგები ნევრლოგიაშიც აქვს – ხსნის ქრონიკულ დაღლილობას, შველის უძილობას, აუმჯობესებს მეხსიერებას, ძალიან ეფექტურია კარდიოლოგიაშიც და ა. შ. ამრიგად, თავისუფლად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ეს ნამდვილად სიცოცხლის ელექსირია.
სამწუხაროდ, მეგაპოლისის თანამედროვე ცხოვრების რიტმი, ცუდი ეკოლოგია, მუდმივი სტრესი თითოეული ჩვენგანისგან გარეგნობისა და ჯანმრთელობის მხრივ განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს.
„ლაენეკის“ ისტორიისა და პრეპარატის დადებითი თვისებების შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის გასაგებად „კვირა“ ესთეტიკური მედიცინის კლინიკა „სკინ კოდის“ მთავარ ექიმს, კოსმეტოლოგსა და ტრიქოლოგს – იულია ჩერნაიას ესაუბრა, რომელიც საქართველოში სპეციალურად არის მოწვეული.
უკრაინელი სპეციალისტი ჩვენს ქვეყანაში ერთი წლის წინ ჩამოვიდა და, ახალი რუბრიკის -„სილამაზის ფორმულა“ მეშვეობით, თავის გამოცდილებას მომავალშიც პერმანენტულად გაგვიზიარებს.

მოგვიყევით, რა არის „ლაენეკი“?
რთულია ისეთი პრეპარატების პოვნა, რომლებიც რიგი დაავადებების დროს ნამდვილად ეფექტურია, მაგალითად, იგივე კანის დაავადებების დროს, ასევე, იმუნიტეტის გაძლიერების საჭიროების დროს. ასეთი პრეპარატია „ლაენეკი“. ის შეიქმნა და იწარმოება იაპონელების მიერ, რომლებიც მეცნიერებაში ნოვატორობით არიან ცნობილნი. პრეპარატს იაპონიაში უკვე 60 წლის განმავლობაში, სახელმწიფო დაზღვევის პროგრამის ფარგლებში, ჰიროსიმაში ბირთვული დარტყმის შემდეგ ერის გაჯანსაღებისთვის იყენებენ. როგორც მოგახსენეთ, პრეპარატის სახელწოდებაა „ლაენეკი“ და ის ფრანგი ექიმის, ერნე ლაენეკის სახელს ატარებს, რომელმაც სტეტოსკოპი გამოიგონა.
„ლაენეკი“ მაღალი ხარისხის გაწმენდითი პრეპარატია, რომელიც ადამიანის პლაცენტის საფუძველზე იქმნება. ოფიციალურად მისი მწარმოებელია კომპანია Japan Bioproducts Industry Co, Ltd. მისი გამოყენების მრავალი წლის მანძილზე, „ამომავალი მზის ქვეყნის“ მოსახლეობის სიცოცხლის საშუალო მაჩვენებელი 63-დან 82 წლამდე გაიზარდა და 35 წლის განმავლობაში შვედეთს უსწრებს, რომელიც ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობით გამოირჩევა.

როგორ იქმნება პრეპარატი „ლაენეკი“?
სანამ პლაცენტა „ლაენეკის“ ელემენტი გახდება, ის რიგ კვლევას გადის. ამისთვის მხოლოდ წარმატებული ბუნებრივი მშობიარობის შემდგომი პლაცენტა გამოიყენება, რომელსაც მისია შესრულებული აქვს და ის არც ბავშვს და არც მის დედას აღარ სჭირდება.
დონორი შეიძლება, გახდეს მხოლოდ სრულიად ჯანმრთელი იაპონელი ქალი. იმისთვის, რომ გახდეთ პლაცენტას დონორი, საჭიროა მშობიარობამდე ყველა სახის გამოკვლევის გავლა და მრავალი პირობის შესრულება, რომელიც პლაცენტას ჯანმრთელობას შეეხება; მაგალითად, ორსულობის დროს იაპონიის დატოვა არ შეიძლება. ბავშვი აუცილებლად უნდა იყოს სასურველი შვილი და მშობიარობა მშვიდ გარემოში უნდა მიმდინარეობდეს. ასევე, ბავშვი მხოლოდ ბუნებრივი გზით, დაშვებულ დროს უნდა დაიბადოს. სამედიცინო მიზნებისთვის პლაცენტის გამოყენება მხოლოდ მშობიარე ქალის დასტურის შემდეგ არის შესაძლებელი.
პლაცენტა გაწმენდასა და გადამუშავებას გადის, შემდგ მას ლაბორატორიაში აგზავნიან, სადაც გისტოლოგიური ანალიზი ტარდება. ამის შემდეგ, ის განმეორებით შემოწმებას გადის. ყველა ანალიზის დასრულების შემდეგ, ის მოლეკულარულ დონეზე ცილებისა და ჰორმონებისგან გასასუფთავებლად იგზავნება. ამისთვის გამოიყენება მრავალსაფეხურიანი მოლეკულარული ფრაქციონირების ტექნოლოგია, მთლიანად პროცესი კი იაპონიის ჯანდაცვის პროგრამით კონტროლდება.

როგორც გამოიყენება „ლაენეკი“?

„ლაენეკის“ შეყვანის პროცედურა აკუპუნქტურის ფარმაკოლოგიური მოქმედების უნიკალურ ტექნოლოგიას ეფუძნება, რომელიც სახის ზოგიერთ ნაწილზე მრავალჯერადი შეყვანის გზით ხდება. ამისთვის გამოიყენება წერტილების ჯგუფი, რომელიც გაერთიანებულია რეფლექსოთერაპიაში სახელწოდებით – „გაახალგაზრდავებისა და გაჯანსაღების წერტილები“.
კუნთში პრეპარატის შეყვანის მეთოდი მოქმედების ეფექტურობას ზრდის და ორგანიზმის იმუნურ და დეტოქსიკაციის ფუნქციის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. წვეთოვანით ვენაში შეყვანის მეთოდის სახელწოდებაა – „ჯანმრთელობა და ახალგაზრდობა“.

რატომ პლაცენტა?
ადამიანის პლაცენტის სამკურნალო თვისებების ახსნის პირველი მცდელობა შუა საუკუნეებში სპარს მეცნიერს, ავიცენეს ეკუთვნის.
თანამედროვე მედიცინაში კი ნოვატორი პროფესორი, ვლადიმირ პეტროვიჩ ფილატოვი აღმოჩნდა, რომელმაც XX საუკუნის 30-იან წლებში ბიოგენური სტიმულატორების შესახებ მეცნიერება დააფუძნა, რომელსაც სწორედ პლაცენტაც მიეკუთვნება.
უკვე ჩვენს დროში, პლაცენტის შესწავლა ამერიკელმა ბიოლოგმა – გიუნტერ ბლობელმა გააგრძელა (1999 წელს ის მედიცინის დარგში ნობელის ლაურეატი იყო). უფრო დიდ წარმატებას კი იაპონელმა პროფესორმა, იოშირო კენტარომ მიაღწია. მისი წიგნის სახელწოდებაა – „პლაცენტა, რომელიც ადამიანს ემსახურება“.
პლაცენტარული თერაპიის რეგულარული კურსები ორგანიზმს აძლევს შესაძლებლობას, განახლების პროცესი აწარმოოს, ასევე, უჯრედები გაყოს ისეთივე ინტენსივობით, რომელიც ადამიანისთვის არის დამახასიათებელი ბავშვობის თუ მოზარდობის ასაკში. ამის ხარჯზე პაციენტები არა მარტო გამოიყურებიან 10 წლით ახალგაზრდად, არამედ თავს ზუსტად ასე გრძნობენ.


რას უნდა ველოდოთ „ლაენეკის“ თერაპიის კურსისგან?
მთლიანი ორგანიზმის გაახალგაზრდავება (როგორც გარეგნულად, ისე შინაგანად), კანისა და თმის ხარისხის გაუმჯობესება (ტენიანობა, ნაოჭები, ელასტიურობა, ფერი, pH, პიგმენტაცია, თმების დაბერება და ცვენა), კანის დერმატოლოგიური დაავადებების მკურნალობა (ყველა სახის ჰერპესისა და დერმატიტის მკურნალობა, ფსორიაზი, ასაკობრივი ჰიპერპიგმენტაცია),
ღვიძლის ქრონიკული დაავადებების მკურნალობა (ქრონიკული ვირუსის ჰეპატიტი, ჰოლაიტიტი, ცეროზი), ორგანიზმის ინტოქსიკაციისგან სწრაფი გათავისუფლება (ალკოჰოლური, ეკოლოგიური,
განწყობისა და ტონუსის გაუმჯობესება (მუდმივი დაღლილობა, სტრესი, ძალების დაქვეითება, უძილობა, გაფანტულობა, მეხსიერების და კონცენტრაციის გაუარესება),
შრომისუნარიანობის მატება, ჰორმონალური ფონისა და იმუნური სისტემის ნორმალიზება,
სქესობრივი აქტიურობის ამაღლება.

რას ამბობენ „ლაენეკზე“ პაციენტები?
„სიმართლე გითხრათ, მისი ეფექტით აღფრთოვანებული ვარ! ძალებისა და ენერგიის ენერგიის მომატება მაქვს, საღი გონება, შემოქმედების სურვილი, განწყობის გაუმჯობესება, ზოგადი განწყობის გაუმჯობესება. ისეთი განცდაა, თითქოს, ზღვაზე ვისვენებდი ერთი თვის გამავლობაში. თანაც, გამომდინარე იქედან, რომ „ლაენეკის“ გაკეთება ზამთრის ბოლოს დავიწყე, ენერგიის მოზღვავებამ გაზაფხული გამახსენა, ოღონდ გაზაფხული არა გარეთ, და ქუჩაში, არამედ ჩემს ორგანიზმში. ეფექტი უკვე მესამე წვეთოვანის შემდეგ ვიგრძენი! აქტიური, მშრომელი ადამიანებისთვის არის, ასევე, მათთვის, ვისაც ხშირად უწევთ ფრენა – ეს მედიკამენტი დიდი შვებაა“.

სად შეიძლება თბილისში კონსულტაციის გავლა?
თანამდროვე კოსმეტოლგიის კლინიკა SKIN CODE-მა საქართველოში სპეციალიზირებული LAENNEC კაბინეტი გახსნა, სადაც კლინიკის ექიმები გელოდებიან დაწვრილებით კონსულტაციასა და პროცედურებზე უნიკალურ იაპონურ პრეპარატზე Laennec-ზე.

შეგახსენებთ, რომ პრეპარატი „ლაენეკი“ საქართველოს ტერიტორიაზე გამოყენებისთვის დაშვებულია ვენაში თუ კუნთში ინიექციის სახით. ესთეტიკური მედიცინის კლინიკა „სკინ კოდში“ კონსულტაცია უფასოა, რომელიც წინასწარი ჩაწერის საფუძველზე ხდება.

ესთეტიკური ცენტრის შესახებ ვრცელი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული:

 

მოამზადა ნინო გოლოშვილმა

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები