იტალიაში ტურისტების საფულეების მოპარვისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს

იტალიის ქალაქ ბარიში საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
ადგილობრივი მედიის ინოფრმაციით, ის ქურდობაშია ეჭვმიტანილი.
არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქემ ერთ-ერთ ბარში შესულ ორ ტურისტს საფულე მოპარა. პოლიციამ მისი დაკავება ცხელ კვალზე შეძლო.
ჩხრეკის დროს მამაკაცს ბინების გაქურდვისთვის საჭირო ხელსაწყოები აღმოაჩნდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.
მამაკაცი წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი – წერს 1tv.ge.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები