ერთი გარდაცვლილი და რვა დაშავებული – ავარია ლანჩხუთში

ერთი ადამიანი გარდაიცვალა და რვა დაშავდა ლანჩხუთში, სოფელ ნიგვზიანათან მომხდარი ავტოსაზგაო შემთხვევის შედეგად.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
დაშავებულები ამ დროისთვის ლანჩხუთში, „მედალფას“ კლინიკაში არიან გადაყვანილები.
როგორც „კვირას“ კლინიკაში განუცხადეს, ორი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა , რომელთთაგან ერთი 12 წლის ბავშვია. რაც შეეხება 6-ს დაშავებულს, მათ მსუბუქი დაზიანები მიიღეს.
შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.
რა გახდა ავარიის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები