სენაკში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა (ვიდეო)

სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნოსირთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.
შეჯახების შედეგად, ავტომანქანები აალდა და ნაწილობრივ დაიწვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები