რუსმა სამხედროებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს
ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან, სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიიდან, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაცია “კვირას” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
სუს-ის ინფორმაციით, დაკავებული ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი.
“მომხდართან დაკავშირებით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია”, -აღნიშნავენ სუს-ში.