ნიკა გვარამია: ტელეკომპანია “მთავარი არხი” დაფუძნდა, საკონტროლო პაკეტის მფლობელი და დირექტორი მე ვარ

“რუსთავი 2”- ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ახალი არხის დაფუძნების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. გვარამიამ საჯარო რეესტრის დოკუმენტიც გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანიის 51%-ს ნიკა გვარამია ფლობს, 49%-ს კი კახაბერ ანჯაფარიძე.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიაა, ფინანსური დირექტორი ირაკლი ნიჟარაძე, დირექტორებად კი დიმიტრი საძაგლიშვილი და თამთა მურადაშვილია მითითებული.

“მაშ ასე, ტელეკომპანია “მთავარი არხი” დაფუძნდა. საკონტროლო პაკეტის მფლობელი და დირექტორი გახლავართ მე, თქვენი მონა-მორჩილი. წილების ეს კომპოზიცია დროებითია და პირობითი. მალე გაიგებთ ინვესტორების, შენობის, სიხშირისა და, თქვენი დიდი იმედი გვაქვს, ანგარიშის შესახებ, რომელზედაც თქვენი შემონატანი ერთი ლარიც კი ძალიან დაგვეხმარება ჩვენ და იქნება ინვესტიცია საქართველოს დასავლურ და დემოკრატიულ მომავალში.

მაშ ასე, ჩვენ ვიწყებთ! ძალიან მალე ეთერში! უფრო ადრე, ვიდრე გგონიათ”, – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები