ფხენიანმა კიდევ ორი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

ჩრდილოეთ კორეამ დღეს, ორი მცირე მანძილის მოქმედების ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა.
ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალები ავრცელებენ.
სამხრეთ კორეის გაერთიანებული კომიტეტის შტაბების განცხადებაში ნათქვამია, რომ რაკეტები ჩრდილოეთ კორეის აღმოსავლეთით იქნა გაშვებული.
საკითხს იაპონიის საგარეო უწყებაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რაკეტების ბოლო გაშვებაში მნიშვნელოვან საფრთხეს ვერ ხედავს.
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ფხენიანმა, ასევე, მცირე მანძილის მოქმედების რამდენიმე რაკეტა გამოსცადა.
მანამდე, ფხენიანმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტს „თავხედი“ უწოდა და განაცხადა, რომ მასთან მოლაპარაკებებს წყვეტს.
ჩრდილოეთ კორეა აშშ-სამხრეთ კორეის ერთობლივ სამხედრო სწავლებებს აპროტესტებს, რომელიც გასულ კვირას დაიწყო. ფხენიანი მათ “ომის რეპეტიციად” აფასებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები