ქუთაისში ერთდროულად 19 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ქუთაისში ერთდროულად 19 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს ბექა ყურაშვილთან ერთად დაათვალიერა.

ქუთაისის მერი ქალაქის 37-ე და მე-12 სკოლებში მივიდა. 37- ე საჯარო სკოლაში მთლიანად იცვლება ფანჯრები, ასევე, შენობის ოთხივე სართულზე ეწყობა სველი წერტილები, მე-12 საჯარო სკოლას კი ფასადის რეაბილიტაცია უტარდება და გათბობის სისტემის მოწესრიგება მოხდება.
ქუთაისის საჯარო სკოლების რეაბილიტაციაზე ბიუჯეტიდან, ჯამურად, ორი მილიონი ლარი დაიხარჯება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები