“უკან დასახევი გზა აღარ იქნება” – ტრამპი ირანს შეთანხმების დადების გაჭიანურებაში ადანაშაულებს

ირანელი მომლაპარაკებლები საკმაოდ „უცნაურები“ არიან,- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, სოციალურ ქსელში დაწერა.

მისივე თქმით, ირანი მოლაპარაკებებთან დაკავშირებით დროის გაჭიანურებით საკუთარ პოზიციებს ასუსტებს.

“ისინი „გვევედრებიან“ გარიგების დადებას, ეს ზუსტად ისაა, რაც უნდა გააკეთონ, რადგან სამხედრო თვალსაზრისით დამარცხდნენ და არანაირი შანსი არ აქვთ, თუმცა საჯაროდ აცხადებენ, რომ მხოლოდ ჩვენს შეთავაზებას განიხილავენ. ცდებიან!!! ჯობია სერიოზულად მოეკიდონ ამას, სანამ ძალიან გვიან არ არის, რადგან მალე უკან დასახევი გზა აღარ იქნება და ამისგან კარგი არაფერი გამოვა!“ – აღნიშნა ტრამპმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები