აშშ რუსეთს ამერიკული სამხედრო ტექნოლოგიების მოპარვაში ადანაშაულებს

აშშ-ის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. ჯონ ბოლტონი აცხადებს, რომ რუსეთმა ამერიკის სამხედრო ტექნოლოგიები მოიპარა ჰიპერხმოვანი ფრთოსანი რაკეტების შემუშავების დროს.
ამის შესახებ ბოლტონმა The Voice of America-ს განუცხადა.
ბოლტონის თქმით, მისთვის იმაზეა მეტი ცნობილი, ვიდრე ახერხებს თქმას.
მისი თქმით, რუსულმა მხარემ ამერიკული ტექნოლოგიები მოიპარა ჰიპერხმოვანი საფრენი აპარატებისა და ფრთოსანი რაკეტების შემუშავების დროს.
ბოლტონის განცხადებას რუსეთში უპასუხეს. როგორც ფედერაციის საბჭოს კომიტეტის წევრმა, ფრანც კლინცევიჩმა განაცხადა, რუსეთი ჰიპერხმოვანი იარაღის შექმნის საკითხში დასავლეთს არ ჩამორჩება.
მისი თქმით, პირიქით, თავად რუსეთს აქვს საფუძველი, აშშ იმავეში დაადანაშაულოს, მაგრამ რუსეთი ცდილობს, კონსტრუქციული დიალოგი წარმართოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები