მიხეილ სააკაშვილი: ჩქაროსნული მაგისტრალის აშენება არის 100%-ით პუტინის დაკვეთა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალის აშენება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დაკვეთაა, რადგან ამ შემთხვევაში რუსეთს თბილისის სწრაფი აღებისთის სამხედრო გზა ეხსნება.
ამის შესახებ სააკაშვილმა Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა.
„ესაა ახალი როკის გვირაბი. 2008 წელს მე გავეცი გორიდან უკან დახევის ბრძანება მას შემდეგ, რაც მივიღე ცნობა ლარსზე რუსული ჯავშანტექნიკის კონცენტრაციის.
რომ არ დაგვეხია, ეს დაჯგუფება ზუსტად ისე მოაქცევდა ალყაში და ჩახოცავდა ჩვენს ჯარს, როგორც რუსებმა გააკეთეს მოგვიანებით უკრაინულ ილოვაისკში 2014 წელს. ავტობანის აშენების შემთხვევაში, რუსეთს ეხსნება სამხედრო გზა თბილისის სწრაფი აღებისთვის. ეს 100% პუტინის დაკვეთაა, რომელსაც ივანიშვილი ასრულებს და ტურიზმის განვითარება აქ არაფერ შუაშია“, – დაწერა სააკაშვილმა.
13 აგვისტოს საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ წლის ბოლომდე 140-კილომეტრიანი ჩქაროსნული კობი გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები