ზაზა ბურჭულაძის რომანს „ადიბასი“ იტალიელი მკითხველი წაიკითხავს

    2014 წელს სამინისტროს მხარდაჭერით დაგეგმილია ზაზა ბურჭულაძის რომანის „ადიბასი“ იტალიურ ენაზე თარგმნა და გამოცემა. ბურჭულაძის რომანი ,,ადიბასი” – სიყალბის ისტორია 2010 წელს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“ გამოაქვეყნა, 2011 წელს პოლონურ და რუსულ ენებზე გამოიცა.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი თანამედროვე ქართული ლიტერატურის უცხო ენაზე თარგმნა და გამოცემაა. ზაზა ბურჭულაძე – ქართველი მწერალი, სცენარისტი, მთარგმნელი.1998 წლიდან წერს ქართულ ჟურნალ-გაზეთებში. 2001 წლამდე იბეჭდებოდა გრეგორ ზამზას ფსევდონიმით. ქართულ ენაზე თარგმნა ფ. მ. დოსტოევსკის, დ. ხარმსის, ვ. სოროკინის პროზა. 2011 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა რომანისთვის „გასაბერი ანგელოზი“ მიანიჭა პრემია „წლის საუკეთესო რომანი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები