მიხეილ ყაველაშვილი: მაკრონის ეს განცხადება იმას ნიშნავს, რომ მათ სხვა გამოსავალი არ აქვთ, გზებს ეძებენ როგორ უნდა დამთავრდეს უკრაინის ომი

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებას გამოეხმაურა.

„მაკრონის ეს განცხადება იმას ნიშნავს, რომ მათ სხვა გამოსავალი არ აქვთ, გზებს ეძებენ როგორ უნდა დამთავრდეს უკრაინის ომი. სამშვიდობო პოლიტიკა, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ არ იყო მარტო სურვილი, ეს არის გრძელვადიანი ხედვა და გამოწვევების აღქმა. ის პროცესი რაც დღეს გრძელდება და პოზიცია, რომელიც საქართველოს აქვს დღეს ბევრ ქვეყანას უნდა, რომ იგივე პოზიციაში იყო. ამიტომ არის, რომ ჩვენ გვაქებენ“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ „ვლადიმერ პუტინთან საუბარი სასარგებლო იქნება“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები